"ბარსელონა" - "ალბასეტე"... ახალგაზრდა ლიონელ მესიმ 2005 წლის 1 მაისს "ბარსელონაში" პირველი გოლი გაიტანა რონალდინიოს მომხიბლავი პასით. სხვათაშორის "ბარსამ" ის მატჩი 2:0 მოიგო. ვიერავინ იფიქრებდა იმას, რომ ამ პატარა ფეხბურთელისგან გენბიოსი დადგებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ ამის შემედ, 10 წლის მერე უკვე 403 გოლი ექნებოდა გატანილი მესის. ამ დროისთვის მესი მხოლოდ 17 წლის, 10 თვისა და 7 დღის იყო. სწორედ ამ ახალგაზრდული ასაკით, მან შექმნა ახალი ისტორია ევროპის, ესპანეთის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.
ჯილდოებით დატვირთული მესი
მესიმ, "ბარსელონურ" კარიერაში უამრავი გუნდური თუ ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვება შესზძლო. მან ისეთი ინდივიდუალური ჯილდო აიღო, როგორებიცაა:
1.სამი პიჩიჩის ჯილდო, რადგან მან 3-ჯერ შესძლო ლა ლიგის ბომბარდირთა პირველ ადგილზე მოქცევა სეზონის ბოლოს: 2009/10, 2011/12 და 2012/13 წლების სეზონში.
2. ევროპის ოქროს ბუცი: 2009/10, 2011/12 და 2012/13 წლების სეზონში.
3. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თითოეული გათამაშების 4 გზის საუკეთესო ბომბარდირი: 2008/09, 2009/10, 2010/11 და 2011/12 წლების სეზონები.
4. მსოფლიოს 4 გზის საუკეთესო ფეხბურთელი: 2009, 2010, 2011, 2012 წლებში
ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
მესიმ, ამ 10 წლის განმავლობაში, ლა ლიგაში დაამხო ტელმო ზარას 50-წლიანი ჰეგემონია, როცა მან ლა ლიგაში 251 გოლიან ზღვარს გადააჭარბა. ახლა არგენტინელს 281 გოლი აქვს გატანილი და იმის გათვალისწინებით, რომ ის 27 წლისაა და აკრიერის დასრულებამდე ფიქრი ჯერ ადრეა, გასაკვირი არ იქნბა, რომ ეს რეკორდი მალე მიუწვდომელი გახდეს ნებისმიერი ფეხბურთელისთვის...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев