როცა მოვკვდები, როცა გავალ ჩემი თიხიდან,
წამოვა წვიმა, ვერცხლისფერი ხორბლის მარცვლები,
შემდეგ საფლავთან ცრემლიანი თავს დამიხრი და
ყველაზე მეტად ცარიელი იმ დღეს დაწვებისაწოლში, სადაც (გაიხსენებ) როგორ გვეძინა
და შიგადაშიგ გიკითხავდი ლექსებს, იგავებს
და საოცარი სიყვარულიც იყო მეტწილად,
რომელიც ერთ დღეს ცრემლებივით ვერ შევიკავეთ.შენ იტირე და წამოწვიმა ჩემთან მაშინვე,
ასე მინელდა წარსული და ძველი ეჭვები,
მე კი (გახსოვდეს) ამ ბოლო დროს მე ის მაშინებს,
საფლავთან ტირილს ერთ დღესაც რომ გადაეჩვევი.
ჩემთან ვინ მოვა რომ დავინახო,
ჩემს საფლავის ქვას ცივს და ყინულს,
მე ვინ გამითბობს ჩრემლებით ვნახო,
ან ვინ მომიტანს საფლავზე ყვავილს,
საფლავის ქვაზე ცრემლებს ვინ დაღვრის,
ღამ- ღამობით ვის მოველანდები,
ჩუმად ვინ მკითხავს '' რატომ წახვედი''
მომწონს
მომწონს
Love
Haha
Wow
მოწყენილი
Angry
კომენტარიგაა