ინგრედიენტები:
ფქვილი 550-600 გ
საფუარი 8-10 გ
რძე 250 გ
კვერცხის გული 4+1 გადასასმელად
დარბილებული კარაქი 100 გ
ვანილი 2 პაკეტი
შაქარი 100 გ
თბილ რძეს დავამატოთ საფუარი, 2 ს.კ შაქარი, ამდენივე ფქვილი და დავდგათ 15 წუთით საფუარის გასააქტიურებლად. შემდეგ ამ მასას დავამატოთ შაქარი, კვერცხის გულები, დარბილებული კარაქი, ვანილი. კარგად ავურიოთ და დავამატოთ ფქვილი. ფქვილი ყველა სხვადასხვანაირია, ამიტომაც შეიძლება მეტი ან ნაკლები დასჭირდეს. ორიენტირად ცომის კონსისტენცია აიღეთ: უნდა იყოს რბილი და არ ეკვროდეს ხელებს.
ცომს გადააფარეთ და დადგით სითბოში. აცალეთ კარგად ამოფუვდეს, ეს მნიშვნელოვანია.
შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე, გააკეთეთ პატარა ბურთები, ჩაალაგეთ ფორმაში, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით და ხელახლა აფუება აცალეთ.
გამოცხობის წინ გადაუსვით კვერცხის გული და შედგით 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев