ერთხელ დედამიწაზე ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი. სიგიჟემ თქვა: დამალობანა ვითამაშოთო. დაიწყეს დამალვა. სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო. სიცრუე ცისარტყელაში მიიმალა, სინამდვილე - ოკეანეში. სიზარმაცე ყველაზე ახლოს დაიმალა, თავისუფლება ნიავს ამოეფარა. სიკეთე კარგა ხანს ყველას უთმობდა ადგილს. რწმენა ზეცაში აიჭრა, შური კი ლოდს ამოეფარა.
სიყვარული სადაც მივიდა ყველგან დაკავებული იყო. ახლოს ვარდის ბუჩქი იპოვნა და დაიმალა. დაიწყო სიგიჟემ დამალული მეგობრების ძებნა. ყველა იპოვა სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადაწია და ყვირილის ხმა გაიგო...
სიყვარულმა ვარდის ეკლებზე თვალები იტკინა და დაბრმავდა. მას შემდეგ სიყვარული სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს..!