ამჟამად შორს, ძალიან შორს,
ადგილას, სადაც არასდროს გნახავ
და ვერ გავიგებ შენს ლამაზ სახელს.
მივდივარ შორს ამ სიბნელეში
და ვფიქრობ თუ რა ხდებოდა უწინ,
ვცდილობდი შენს წაშლას-რაც არ გამოვიდა,
მაგრამ არს ნათქვამი: რომ გულში ის რჩება,
რაც სინამდვილეში არასდროს ყოფილა.
მივდივარ ნელა, ღამეა, ბნელა,
მივდივარ ძალიან, ძალიან ნელა,
რადგან თვალწინ მიდგას მე შენი სახე
და ეს მიშლის რომ მოგშორდე მალე...
მე ჩემს გულს და ფიქრებს შენსას ვუტოვებ,
და ამასთან ერთად შენც რჩები ჩემთან ...
ღამეა, ბნელა, მივდივარ ნელა,
უკან ყურებით და თვალზე ცრემლით,
მაგრამ ნუ ღელავ,
არ ვიტანჯები,
რადგან შენ ახლა ბედნიერი ხარ...
ღამეა, ბნელა მივდივარ ნელა,
უსასრულობის ფიქრში ჩაძირულს,
ვგრძნობ, რომ მიყინავს მე ქარი ხელებს,
მაგრამ ეს ტკივილი იმასთან რაა-
რომ წახვედი და დამტოვე მარტო?
მივდივარ ნელა,ქარი ქრის ნელა,
მივდივარ ნელა,ღამეა, ბნელა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 22