დედა
-------------------------------
დედა ბურჯო და
დედა სამშობლოვ,
დედავ მზე,...
დილით ამომავალო,
ნათელო მთვარევ
ღამის წყვდიადის
და ანგელოზო
გვერდით მავალო,
დაგიკრეფ, ბაღში
გაფურჩქნულ ვარდებს,
ფეხქვეშ მოგიფენ
ძვირფასო დედა,
ეკლებს დავაჭრი
რომ უცებ სადმე,
არ გაიკაწრო
მოულოდნელად,
არ მივცემ ნებას
შენს თვალზე
ცრემლებს...
მწუხარებისგან
გადმოდინების,
რადგან შენს თვალებს,
მაგ მოციმციმეს,
გაღიმებული
მხოლოდ უხდები.
ჩაგეხუტები ისევ,...
ბავშვურად,
დავტკბები შენი
ტკბილი სურნელით
და თან გიმღერებ,
როგორც ყოველთვის,
სიყვარულისგან
სავსე სიმებით.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)