რომ გარდასახვა ეს არის სრული.
ჩემი ღიმილი იმას არ მოწმობს,
რომ დავივიწყე მწარე წარსული.
დღესაც წარსულის აჩრდილებს შორის
პეპელასავით ფარფატებს სული
სული -უცნობი შენთვის აქამდე,
სული -დაღლილი და წამებული.
.
არ დაიჯერო, რომ შემიძლია
ბედს შევურიგდე უხმოდ, მორჩილად,
მგონია, მიზანს ვუახლოვდები,
ვხედავ მირაჟი მხოლოდ ყოფილა.
ბევრს ვეძებ მაგრამ ცოტას ვპოულობ,
და ვიტანჯები ამით ორწილად...
ოი, რამდენი ვიფიქრე შენზე
ნეტა შემეძლოს მაამბობინა.
.
არ დაიჯერო ,რომ შემიცანი,
თუნდ ახლოს ვიყავი შენთან ძალიან,
უფრო გვაშორებს ( უბრად დუმილი),
და მე არ ვიცი რისი ბრალია.
რომ ყველაფერი მშვიდია ირგვლივ,
სულში კი ისევ ქარიშხალია,
ჩემი ლხენის და ტანჯვის სათავე,
გულს დამჩნეული 💧შ 💧ე 💧ნ💧 ი💧
კვალია...
/ ლ.მეტრეველი /.
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4
სიცოცხლის ბოლოს, სიბერის ზღურბლზე, გამოსათხოვარ შუქით ანთია დაისის მზე და აწითლებს ღრუბლებს.
.
ცა ჩამობნელდა შორს დასავლეთით, ძლივს შესამჩნევი სინათლე როკავს,
ნუ მიმატოვებ მშვენიერებავ, შემოღამებავ მაცადე ცოტა.
.
აღარ ჩქეფს სისხლი, გულს ავსებს ნდობა,
სევდა უსიტყვო და უსახელო,
ნეტარებაც ხარ , უიმედობაც, შენ სიყვარულო უკანასკნელო!...
/ თეოდორ ტიუტჩევი/.
მხოლოდ ოცნების გზებზე გიცდიდე,
რომ , ვერ მიხვდება ქვეყნად ვერავინ,
რა ფასად მიღირს ეხლა სიმშვიდე,
მერე რა თუ კი ვერვინ გაიგებს, რა შევიძინე, ან რა დავკარგე,
რომ ვერ შევძელი, მე დავიწყება
შემოგინახა ხსოვნამ აქამდის.
რა მოხდა თუნდაც აუხდენელი გერქვას სიზმარი,გერქვას ოცნება,
ოღონდ ორივე ვიყოთ მართალი
საკუთარ თავთან, საკუთარ ღმერთთან.
.
*...*...*
" ჩემგან არ ინდომე არაფერი, ცივი ეტიკეტის დაცვის გარდა,
და ვერც კი შენიშნე რომ დაეშვა
ჩვენს შორის მდუმარების ფარდა.
....ახლა ყველაფერი კარგადაა,
მხოლოდ სიყვარული დასამარდა...."
*...*...*
"... მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ ი,
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგაცს...
სიოს ნაცვლად ქარიშხალი ეალერსება,
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარდმოუცავს,
და ჭკნება, ჭკნება, სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება უხმოდ, ნაზად, მაგრამ უსიყვარულოდ..."
/გ.ტაბიძე/.