ჯელენა ნოურა ჰადიდი ცნობილი, როგორც ჯიჯი ჰადიდი გახლავთ პალესტინელ-ჰოლანდიელ-ამერიკელი მოდელი და მსახიობი. გაიზარდა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში და ბავშვობიდან კამერებთან ჰქონდა ურთიერთობა. სამოდელო სფეროში ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში ჩაება და გახდა ‘Guess’-ის საბავშვო კოლექციის სახე. ამ ბიზნესში სერიოზულად 2011 წლიდან დაიწყო მოღვაწეობა, როდესაც ‘IMG Models’-თან კონრაქტი გააფორმა. ცნობადობა და პოპულარობა მოიპოვა ჟურნალ ‘Sports Illustrated’-ის წყალობით. 2015 წელს კი ოცნება აიხდინა და ‘ვიქტორია სიკრეტის’ სახეც გახდა. ამჟამად, 20 წლის ჯიჯი მწვერვალებს იპყრობს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელია. გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებსმშვენიერი ჰადიდის კარიერიდან და პირადი ცხოვრებიდან. ჯ