რაზე ვბრაზდები იცით, როდესაც პატარა ბავშვები (ამ შემთხვევაში 18 წლის) დგებიან და უეცრად “დიდების” დასანახად ბაბუაჩემისთვის დამახასიათებელი სიდინჯითა და პათოსით აფრქვევენ ბაბუაჩემის თაობისთვის დამახასიათებელ აზრებს, და მე ვერავინ დამაჯერებს რომ ეს სიტყვებიი გულწრფელია… ვერ დამაჯერებს იმიტომ რომ “სიგარეტის მოსაწევად” გასულები აბსოლუტურად სხვას ჭიკჭიკებენ!!!
მეზიზღება, როდესაც ამბობენ “ვისაც ღმერთის სიყვარული არ აქვს, იქ ზედმეტია რაიმე ადამიანობაზე ან სხვა სიყვარულზე საუბარი” (სტილი დაცულია!), მეორე დღეს კი ისეთ რამეს აკეთებენ რომ “ღმერთი” რომ უყურებდეთ ალბათ სირცხვილისგან თავს მოიკლავდა.
მეზიზღება, როდესაც დედას “მეოცე” ჭიქაზე დასდებენ პატივს და აღირსებენ დღეგრძელობას, მერე ვინმე წარმოთქვავს, შეიძლება აბსოლუტურად გულწრფელად “ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება საკუთარი დედა შეაგინო” და ამ სიტყვებზე გულაჩუყებული, თვალებამოტრიალებული, აწ უკვე ადამიანისმაგვარი არსებები ყორღანებიდან აფრენილი გნოლივით წამოიშლებიან და დაიწყებენ ახლადშევსებული ჭიქების ჭახუნს… თითქოს არასოდეს შეუგინებიათ საკუთარი დედა… სასაცილოა რა… ნუთუ ასეთი იღბლიანი ვარ რომ სულ ისეთ ადამიანებთან მაქვს კონტაქტი ვისაც ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია…
მაგრამ არა… ეს ხომ ქართული “ტრადიციული” სუფრაა, პირფერობისა და ფსევდოკაიბიჭობის აპათეის უზენაესი ტაძარი…


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев