დაფლეთილ გულ-მკერდს,დაეღვარა სისხლის ჩანჩქერი,
მხნე მეომრების შმაგ თვალებში, კვესავდა ცეცხლი,
მეც ვგრძნობდი ტყვიებს,აალებულ ძვლებში გაჩხერილს
იყო ბრმა სივრცე,მიმოფრენა ფრთამალი მერცხლის.
ლომგულ ქართველებს,მფარველობდა ზეციდან ღმერთი,
ბრძოლის ქარცეცხლში, ინთქმებოდა ზვირთთა სისუსტე,
სურნელი დუღდა, საზარელი, დამწვარი დენთის
გმირთა ზღვა სისხლი,ვერ დალიეს,ვერ შეისრუტეს.
თქვენ, მათ ვერ მოგკლეს,სიცოცხლეც ვერ დაგიზიანეს,
მტერს მოხვადა გულში,ულმობელი ნაღმის ნამტვრევი,
ჩვენ ერთობ ლხინიც და ღრმა მწუხრიც გავიზარეთ
მხნე ამაბრდრებო,მძაფრი გრძნობით მოგვენატრებით.
წარბი შეჭმუხნეს მგლოვიარედ,მყურდო ნისლებმა,
თქვენს საფლავებზე, სისხლი უდუღთ უცხო ზამბახებს,
სულ ტრფობიტ გიმზერთ,ტალღა ზვირთით როცა იცვლება
ცამდე აღზევდიტ,ღრმად გადიდებთ,გულში დაგმარხეთ.
სუსტი ხარ მტერო!ბრძოლის ველზე,და მორჩი ქებას,
ქვეყნის დაცვისთვის,არ დაგინდობთ,დაგღრღნით კბილებით,
ვერ ეღირსებით, ქართველის კვლავ დამორჩილებას
კუთვნილ სისხლს დავღვრით,მტარვალო თუ შეგვერკინები.
ჩვენ არ ჩავცხრებით,ვერ მოვითმენთ,მტრის უშნო ლახვარს,
ჩვენ მედგარნი ვართ,ვერაგ მტრებზე ვიბრძვით ხშირად და
ბრიყვი მომხდური შეგვეჯახოს,ბნელ შედეგს ნახავს,
გმირთა დაცემა,ვერ ჩაბჟუტავს,რწმენის ჩირაღდანს.
ფაფუკ ნისლებში გაიელვეს,თეთრმა გედებმა,
რადგან გადარჩნენ, ტლუ სვავებთან ხოცვა-ჟლეტაში,
თუ მტრის წინ ვდგავარ,სადღეგრძელოც გაიბედება
ავწევ ამ სასმისს,გმირებს გლოცავთ,წმინდა ზედაშით. —
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 76
sakartvelo is eria...!
dae movkvde jariskacad
Tu sikvdili miweria...!