ვიდრე შენ მყავხარ, ეს მინდა რომ გითხრა მანამდე,
თორემ რამდენმა სინანულმა წალეკა წლები,
გახსოვს, ბაფთიანს მაცილებდი დილით კარამდე,
და მერე დიდხანს მომყვებოდა ნაცნობი ხმები.
ქუდს ნუ მოიხდი, აგტკივდება მერე ყურები,
ჩქარა დაბრუნდი, არ იარო ქუჩაში მარტო,
და როს სკოლიდან დაბრუნებულს დამიგულებდი,
ჰოი, რარიგად გიხაროდა...(დღეს იმ დროს ვნატრობ..)
მე ახლა ვხვდები, შენს თვალებში უფალი სახლობს,
მაგ ხელთა სითბო, უფლის ხელთა სითბოს ტოლია,
დღეს მე ქალი ვარ, მაინც ლოცვით დამყვები ახლოს,
შენზე ერთგული ქვეყნად თურმე არვინ მყოლია.
ახლა მსურს გითხრა, დარდად რომ არ შემომრჩეს მერე,
დღეს, სულ ახალი შეგამჩნიე თვალთან ხაზები...
დედი, ერთხელაც შენი ტკბილი ნანა მიმღერე,
დამბერებიხარ, თუმც დღეს უფრო მელამაზები. ვნაობ შენ ასაკს რომ ვითვლიდი ლამაზო დედი,
მრცხვენია ახლა და ამ სირცხლის ვერაფრით წავშლი,
ასეა, როცა შვილი მშობელს ასაკს დაუთვლის,
დიდი მეგონე, რა პატარა ყოფილხარ მაშინ.
არა, დღეს უნდა მოგეფერო, ვინ იცის ხვალე,
თუ ხვალეც დადგა, კიდევ უფრო მოგეფერები,
მე შენი წლები, შენ კი ჩემი ტკივილი თვალე,
დე, ახლაც მტკივა, შემომხვიე თბილი ხელები... მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ...შენ ჩემი ♥ ხარ და მინდა რომ განუსაზღვრელი ვადით ცხოვრობდე. (ნ ო ნ ა )


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 157
დეე,შენს მახლობლად დავჯდებოდი..
კალთას ჩაგიდებდი ნაფერებ თავს,
შენი მოფერებით დავტკბებოდი...
ახლა,მე ისეთი შეცვლილი ვარ
იქნებ ვეღარც მიცნო-შენი შვილი,
შენი შრომითა და შენი ოფლით
შენი ვაი-ვიშით გამოზრდილი...
დეე,შენთან ყოფნა მენატრება
იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ,
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე,
გთხოვ-ან ეს გაზრდა შემიჩერე...
თმები აგიწეწო ძველებურად
შენს დაღლილ მკერდს ისევ ჩავეხუტო
დეე, მაპატიე,გეხვეწები,
აღარ გავბედავ რომ გაგებუტო...
მოდი, დამტუქსე,ან დამიყვირე
შენი გაბრაზებაც მენატრება.
იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ
''მე ხომ არაფერი მედარდება"...
კოცნით ამოგივსო ეგ თვალები
სევდამ ნაოჭად რომ დაგამჩნია
დეე,შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი
შენზე ძვირფასი,რა გამაჩნია...
ახლა,მე ისეთი დაღლილი ვარ
სევდას ვეღარ ვიტევ დანაგუბებს
გთხოვ,შემიჩერე ეს გაზრდა და
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე...
არ გამიბედო და არ დაბერდე,
ვიყოთ,ასე ერთად შეკრულები
დეე,ბედნიერი მ...Ещёახლა, მე ისეთი დაღლილი ვარ
დეე,შენს მახლობლად დავჯდებოდი..
კალთას ჩაგიდებდი ნაფერებ თავს,
შენი მოფერებით დავტკბებოდი...
ახლა,მე ისეთი შეცვლილი ვარ
იქნებ ვეღარც მიცნო-შენი შვილი,
შენი შრომითა და შენი ოფლით
შენი ვაი-ვიშით გამოზრდილი...
დეე,შენთან ყოფნა მენატრება
იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ,
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე,
გთხოვ-ან ეს გაზრდა შემიჩერე...
თმები აგიწეწო ძველებურად
შენს დაღლილ მკერდს ისევ ჩავეხუტო
დეე, მაპატიე,გეხვეწები,
აღარ გავბედავ რომ გაგებუტო...
მოდი, დამტუქსე,ან დამიყვირე
შენი გაბრაზებაც მენატრება.
იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ
''მე ხომ არაფერი მედარდება"...
კოცნით ამოგივსო ეგ თვალები
სევდამ ნაოჭად რომ დაგამჩნია
დეე,შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი
შენზე ძვირფასი,რა გამაჩნია...
ახლა,მე ისეთი დაღლილი ვარ
სევდას ვეღარ ვიტევ დანაგუბებს
გთხოვ,შემიჩერე ეს გაზრდა და
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე...
არ გამიბედო და არ დაბერდე,
ვიყოთ,ასე ერთად შეკრულები
დეე,ბედნიერი მე მაშინ ვარ
როცა სახლში მშვიდად მეგულები...
დეე,სიყვარულს შენ რას ეძახი
შენსას ვერაფერს რომ ვერ ველევი?
შენი მონატრება გამათბობს და
ის სიზმარი-შენ რომ გეფერები..!