ფიქრს ვერ ვიშორებ შენზედა...
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2
დალალებ გშვენის წელზედა
ქალავ სწადიხარ ჩემს გულსა
ფიქრს ვერ ვიშორებ შენზედა...
ჩამოივლიდე როკვითა
წყაროს პირს მორტოდ კოკითა
გნატრობ რომ ჩაგიხუტებდე
და აგავსებდე კოცნითა
რად მემალები მალმალ მე
გულს რადა მივსებ სევდითა
გამოჩნდი გამოანათე
ბუნება ხარობს შენითა
მოგიტაცებდი ჩუმადა
და წაგიყვანდი შინაო
ნურვინ მეცილოს შენს თავსა
მიყვარხარ თვალისჩინაო
სხვისკენ ნურც გაიხედავდე
მე გეყოლები შინაო