დაღლა ვიგრძენი გულთან სულ ახლოს. ჯერ ადრეა ამ სიტყვების თქმა, მე ჯერ ის გზა არ გამივლია, რომლის გავლის მერეც ამას ამბობენ, თუმცა ვიგრძენი დაღლა. ესე ნაადრევად, ან შეიძლება არცისე ადრე, ცხოვრების უსამართლობასთან ბრძოლამ დამღალა, სულ სადღაც დაგვიანებით ან ნაადრევად მისვლამ, უზუსტობამ და შეცდომებმა დამღალეს....არასასურველმა შედეგებმა, გაცრუებულმა იმედებმა, აუსრულებელმა ოცნებებმა და საერთოდ ამდენმა ოცნებამ დამღალა. უპასუხო გრძნობებმა, უსიყვარულობამ, უყურადღებობამ...დამღალა ყველაფერზე უარის თქმამ, რაც სასიამოვნოა ჩემთვის და ისე ცხოვრება , როგორადაც არ გინდა...ერთფეროვნების დასრულების მოლოდინმა დამღალა, ყალბმა ღიმილმა, რომ არ გეღიმება და მაინც რომ უნდა უღიმო შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს, სადაც არ მინდა იქ ყოფნამ დამღალა და იმის არ ცოდნამ სად მინდა...
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев