ის 1986 წლის 27 ნოემბერს დაიბადა კალკუტაში. გადაღებულია ბევრ ბენგალურ ფილმსა და სატელევიზიო შოუში. ქართველი მაყურებელი მას ძირითაფდად იცნობს სატელევიზიო სერიალიდან „Uttaran“ „ორი ბედი“, იჩას როლით. გოგონამ სამსახიობო მოღვაწეობა 5 წლის ასაკიდან, 1992 წლიდან დაიწყო. ის მეათე კლასში სწავლობდა, როდესაც ბენგალურ სატელევიზიო შოუში „Khela“ შეთავაზეს მონაწილეობა. იმავდროულად, მუმბაიში ახალ პროექტზე „Uttaran“ დაიწყო ქასთინგები და გოგონა იქაც მიიწვიეს მოსმენებზე. მოგვიანებით კი, ამ შოუში მთავარი როლი შეასრულა. ეს ხანგრძლივი შოუ 2015 წლის 16 იანვარს დასრულდა. მსახიობი 15 წლის ასაკში აიშვარ რაისთან ერთად გადაიღეს ბენგალურ მხატვრულ ფილმში „Choker Bali“.
ტინა ბავშვობიდანვე სტიუარდესობაზე ოცნებობდა, მაგრამ ბედის ირონიით მსახიობი გახდა. 2005 წელს ბოლივუდში მისი პირველი დებიუტი შედგა ფილმში „Parineeta“, სადაც გოგონამ ახალგაზრდა ლალიტას როლი შეასრულა. (გაზრდილი ლალიტას როლის შესრულება კი - ვიდია ბალანმა განაგრძო). ფილმმა მრავალი კინოფესტივალი მოიარა და კრიტიკოსთა და მაყურებელთა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. ამის შემდეგ, მსახიობი გადაიღეს სერიალებში: „Comedy Circus“, „Koi Aane Ko Hai и Aahat“, სატელევიზიო შოუებსა და ბენგალურ ენაზე გახმოვანებულ კინო-ფილმებში. 2008 წელს მოლაპარაკებების შემდეგ, ის ტელესერიალში „Uttaran“ (რომელსაც ქართული მაყურებელი იცნობს სათაურით „ორი ბედი“), მონაწილეობაზე დათანხმდა, ეს 6 წლიანი ხანგრძლივი პროექტი ტელეარხ Colors TV-ის მიერ იყო ორგანიზებული. „იჩას“ როლის შესრულებით მსახიობმა უპრეცენდენტო აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა. ერთ-ერთ უახლეს ინტერვიუში მან განაცხადა: „ახლა მე ძალიან მენატრება ყველა ის ვარსკვლავი, ვინც ამ პროექტში თამაშობდა. „Uttaran -ი“ ჩემთვის დაუვიწყარი სატელევიზიო პროექტია“.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев