-რა კარგია არა? !
რომ უყვარხარ ვინმეს
ყოველ გათენებას შენი ფიქრით იწყებს...
-რა კარგია არა? !
სიყვარულის ჩერო
როცა გულით გეტყვის ,
ჩემო ერთადერთო..
ჩახუტებაც იცის სიყვარულით გულმა,
მერე ამ ყველაფერს დიდი მოვლა უნდა..
რა კარგია ვინმე რომ არსებობს შენთვის ,
მისი გულის ცემა გამალებით გესმის
და ამ ქვეყანაზე სიყვარულით წერო..
ფოთოლცვენა დადგა ჩემო ერთადერთო ...
/ირინა იოსებაშვილი/
სიყვარულია , როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს .
უნდა ნახო , ან ვერ ნახო და განწყობაც შესაბამისია .
სიყვარულია,როცა დილას აუცილებლად გხვდება მისი SMS , კითხულობ რამდენჯერმე , თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს გეღიმება .
სიყვარულია , როცა ღამით მასთან ლაპარაკში იძინებ , მისი ხმა გესმის და აქედან გამომდინარე ფერადია სიზმრებიც.
სიყვარულია , როცა ყავასაც კი მისი სურნელი , მისი გემო აქვს .
სიყვარულია , როცა ჯერ წასული არ არის , რომ უკვე გენატრება .
სიყვარულია , როცა ქუჩაში დადიხარ და იღიმი .
სიყვარულია , როცა ყელში ბურთი გეჩხირება და ცრემლებით გევსება თვალები იმის გამო რომ ძალიან
გიყვარს
სიყვარულია , როცა ბრაზდები და ხმას არ ცემ , ა
რამდენჯერ დავიწყეთ, რამდენჯერ დავამთვრეთ,
რამდენჯერ აგვერია გზები,
ასჯერ გაგაბრაზე, ასჯერ გამაბრაზე_
მაინც ერთმანეთს ვერ ვწყდებით.
სუნთქვაშეკრული და გრძნობაარეული
ყველგან, ყველაფერში გეძებ,
რამდენჯერ ავუკრძალე ჩემ თავს შენი თავი
და მაინც უშენოდ ვერ ვძლებ.
ჩემში ისე დაჰქრის შენი მონატრება
ყველას და ყველაფერს ფანტავს,
არ ვიცი სად ვარ და არ ვიცი ვინა ვარ_
ჩემ თავს შენზე ფიქრში ვკარგავ.
მინდა ყოველ დილით მზესავით მათბობდე,
კოცნით ამიხილო თვალი,
მთელი დღის ნაფერებს
ღამითაც არ მთმობდე,
არ მომრჩე არც ერთი წამი.
შენს სითბოს ჩემს გულში სათუთად ვინახავ,
შენს ღიმილს, შენს ნაკვთებს სახის,
სხეულის ყოველი უჯრედით მიყვარხარ
და გულის ყოველი დარტყმით
რაც დრო გადის ვხვდები
რომ ძალით არ უნდა
შეინარჩუნო ადამიანები,
რომ ვისთვისაც ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ,
ყოველთვის გამონახავს დროს შენთვის
ვისაც უბრალოდ მიზეზები აქვს ,
უნდა შეეშვა
როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს შენთვის
თუ წასვლა სურს
უნდა გაუშვა, რადგან წამსვლელი ყოველთვის იპოვის მიზეზს
ვინც ერთგულია ის რჩება ბოლომდე, მთავარია შენს თავთან იყო მართალი
შენ არ კრა ხელი ადამიანს,
თორემ ვინც თავისი ნებით მიდის
არ უნდა შეაჩერო,
სჯობს ცოტა ადამიანი გყავდეს ნამდვილი
ვიდრე ბევრი ყალბი..
" წავლენ, აუცილებლად წავლენ შენგან ადამიანები, როცა იპოვნიან თვის წილ ბედნიერებას, რადგან უბედობის ჟამს შემოკედლებულთ სჭირდებოდი ცარიელი გულის ნუგეშად...
დაგივიწყებენ, აუცილებლად დაგივიწყებენ, რადგან ბედნიერებს შენი ადგილი აღარ აქვთ გულში და არც სურვილი, დარჩე იმ ძარღვად, რომელიც საკუთარ უმწეობას და სასოწარკვეთილებას გაახსნებთ...
გული არ დაგწყდეს, არ დახურო მისი კარები, ნურც ახალ სტუმარს დახედავ ფეხებზე, რომ მისმა ტალახიანმა ქალამნებმა არ შეგაშინოს. შემოუშვი და დაბანე ფეხები, თორე შნგან წასული ბედნიერებასაც გააბინძურებს. გამოაძევებნ და ისევ უკან დაგიბრუნდება...
უბედობის ჟამს გულში შემოკედლებულთა დარჩენის იმედს, ნუ დაიტოვებ, ისინი ნებისმიერ წამს გაგცვლიან მცირედ ბედნიერებაზე და მიგატოვებენ."