სიყვარულში არ იცოდე ზღვარი,ერთი ლუკმა მისთვის გაყო ორად,ჭირშიც,ლხინშიც იყო მისი ქმარი?–რომ გიყვარდეს ქუჩა,სადაც დადის,უკოცნიდე თვალებს,ცრემლით ნაბანს,პატიობდე რასაც გულით სჩადის,ყოველ ღამით უსწორებდე საბანს?თანახმა ხარ უერთგულო სხვასთან?იყო მამა ყველა მისი შვილის,ყოველ ღამე იძინებდე მასთან,თუარადა გეშინოდეს ძილის?ჯოჯოხეთის რომ აღმოჩნდეთ ცეცხლში,–თანახმა ხარ მას დაუთმო წყარო?სხვამ რომ ჩაგსვას ოქროსა და ვერცხლშივერ გაიგოს შენგან ”მიყვარხარო” ?თანახმა ხარ აპატიო წყენა?რომ ყოველთვის შენ არახარ სწორი…რომ სისხლისგან დაგეცალოს ვენა…რომ უბრალოდ გიყვარს შენი ცოლი?თანახმა ვარ!თანახმა ვარ!თანახმა ვარ მოგიყვანო ცოლად,სიყვარულში არ ვიცოდე ზღვარი ,ერთი ლუკმა შენთვის გავყო ორად,ჭირშიც,ლხინშიც ვიყო შენი ქმარი !
//ზვიად ცინდელიანი//
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4