– მოხუცს გაეღიმა. ბევრჯერ გინახავთ ალბათ როგორ სეირნობენ საღამოობით ახალგაზრდა წყვილები ხელი – ხელ ჩაკიდებულები, მერე ბიჭები გოგონებს სახლამდე აცილებენ. პირველ საღამოს როცა აცილებ – თითქოს არაფერია, მეორე უკვე ყველასთვის სალაპარაკო თემაა, ხოლო მესამედ ჩათვალე უკვე სასიძო ხდები...
– მეც ვაცილებდი ერთ საღამოს გოგონას, მივდივართ ხელი – ხელ ჩაკიდებულები ვესაუბრები და შეუმჩნევლად გუბეს მივუახლოვდით, უცებ გოგონა გამისხლტა ხელიდან და გუბეს შემოურბინა, მე უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა თურმე მე პირდაპირ გუბეში შევტოპე და ასე შეუჩერებლად გავაგრძელე გზა. შემდეგი გუბისკენ უკვე შეგნებულად გავემართე. გოგონამ ისევ გამიშვა ხელი და გუბეს შემოუარა.
მეორე საღამოს ისევ იმ გუბებით სავსე გზაზე სასეირნოთ გამოვედი სხვა გოგონასთან ერთად. ისევ იგივე განმეორდა შემოურბინა გოგონამ ყველა გუბეებს... მესამე საღამოს გადავწყვიტე სხვასთან ერთად წავსულიყავი... სეირნობისას შუა ქუჩაში პირდაპირ გუბისკენ გავემართე თან ვესაუბრობობდი გოგონა ისე გულმოდგინედ მისმენდა, რომ ვერც კი შეამჩნია როგორ ჩავტოპეთ გუბეში.. შემდეგ კიდევ უფრო ღრმა გუბე ავარჩიე მან უფრო მაგრად ჩამკიდა ხელი და თითქოს შეუმჩნევლად ჩემთან ერთად გაიარა ეს გუბე... ამის შემდეგ დავდივართ ასე ერთად და ვცხოვრობთ მშვიდად...
ახალგაზრდები ყურადღებით უსმენდნენ მოხუცს.. ცოტა ხნის მერე ერთმა მიუგო.. ნეტა მანამდე მოგეყოლა ეს ამბავი იქნებ ჩვენც უფრო დაკვირვებულად ავარჩევდით ცხოვრების თანამგზავრებსო...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 6