ამ მშვენიერებით აღსავსე დღეს, მთელი ისლამური სამყარო ზეიმობს. მსოფლიოს ყველა მუსლიმი ამ ძვირფას დღეს წრფელი სიხარულით ხვდება. რწმენით აღსავსე, გახარებულნი და ჯანმრთელნი მრავალს ბაირამს დაესწარით, უზენაესმა ალლაჰმა მიიღოს ყველა ჩვენგანის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ყველა ღვთისმსახურება, მოწყალება და მარხვა.
რამადან ბაირამი ერთ-ერთი ბრწყინვალე დღესასწაულია ისლამში. მორწმუნეები, რომლებიც რამადანის ღვითსმსახურებებით გაძლიერდებიან და მოიპოვებენ ღმერთის კმაყოფილებას, ბაირამის დროს ალლაჰის სიკეთეებით უფრო მშვიდად ისარგებლებენ.
როდესაც შუამავლის (ს.ა.ვ) ჰიჯრა (გადასახლება) მოხდა მედინაში, იქ ადგილობრივებს ორი სხვასდასხვა დღესასწაული ჰქონდათ და ამ დროს გართობაში ატარებდნენ. როცა ეს ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) დაინახა, თქვა:
„ამ ორი დღესასწაულის სანაცვლოდ უზენაესმა ალლაჰმა თქვენ, ორი უფრო სასიკეთო, - რამადანისა და ყურბანის ბაირამი გიბოძათ.“ (აჰმედი,III,103,78,235)
დღესასწაულები უზენაესის წყალობის გამოვლინებაა. ესენი განსაკუთრებული დღეებია, როცა ადამიანები მიტევების, შემწყნაებლობის, ურთიერთდახმარების, გულის მოგების, სიყვარულისა და სიკეთის სურვილით აირან აღვსილნი. „ერთი შეხედვით, ბაირამზე მორწმუნეები წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამქვეყნიური გამოცდა ჩააბარეს და მოხვდნენ სამოთხეში, სადაც არ არსებობს შური, ეჭვიანობა, სიძულვილი და სხვა მსგავსი გრძნობები, პირიქით, იქ გამეფებულია ურთიერთსიყვარული.“
ადამიანებს, რომლებიც ბაირამის ღამეებში ასრულებენ თეჰეჯჯუდის ნამაზს, ალლაჰის ხსნებეისა და თაყვანისცემის მსგავს ღვთისმსახურებებს, ებოძებათ სამახარობლო იმის შესახებ, რომ მათი გულები არ კვდება, რადგან ისინი არიან ვნების მძლეველი ადამიანები, რომლებმაც ღვთისმსახუების სიტკბო იგემეს. ისინი არ მისდევეს იმ გატაცებებს, რომლებიც ვნებას იზიდავს, ისინი ამგვარ, წარმავალ სიტკბოებს ყურადღებას არ აქცევენ და ღვთისმსახურებისგან სიამოვნებას იღებენ. მეტისმეტი ცოდვების გამო დაღლილ გულებს ისინი ადააბალანსებენ, ვინაიდან, მათი გულები მუდამ ცოცხალი დარჩება, ამქვეყნიურობის სიყვარულში არ დაიხრჩობა, საიქიოს წუთისოფელს არ ამჯობინებს და ურწმუნოებაში არ გადავარდება. ამგვარ ადამიანებს, სიკვდილის მომენტში, საფლავში და განკითხვის დღესუბედურება არ ელოდებათ.
ბაირამის დღეები არის საზოგადოებრივი ერთობის, ერთმანეთისთვის საჩუქრის მიძღვნის, ურთიერთდახმარების, გამასპინძლების და უზენაესი ალლაჰის ხსენების დღეები.
ალლაჰის შუამავალი (ს.ა.ვ) ბაირამზე ამბობს:
„დღეს თქვენი უპირველესი საქმე ნამაზის შესრულებაა.“ (ბუჰარი, იდეინი, 3, 10;მუსლიმი, ედაჰი, 7)
„ბაირამი თექბირების წარმოთქმით გაალამაზეთ!“ (ჰეისემი,II,197)
ბაირამის ნამაზის ფართო და ღია მოედანზე ლოცვა უფრო უკეთესია. ნამაზის სალოცავ ადგილზე მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი - ყველა უნდა მივიდეს. ბაირამის ნამაზზე ხალხის სიმრავლე ურწმუნოების წინააღმდეგ ძალისა და ალლაჰის რწმენის სიმაღის მაჩვენებელია.
რამადანის ბაირამის სალოცავად წასვლამდე ტკბილეულის ჭამა სუნნეთია. ალლაჰის შუამავალი რამდენიმე ხურმის შეჭმამდე, ბაირამ ნამაზის სალოცავად არ წავიდოდა. (ბუჰარი, იედინი, 4)
რამადან ბაირამის ნამაზზე წასვლისას, მორწმუნეებთან შეხვედრისას მათთვის გაღიმება, ტკბილი სიტყვის თქმა და შესაძლებლობის ფარგლებში მოწყალების გაღება სუნნეთია heart ემოცია


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 17