შენი მონატრება გამიბევრდა
ძილის საათები შემცირდა.
სხვისი მოფერება გამიძნელდა,
გუშინ სხვის თვალებში შემცივდა.
კარგი თვისებები გაგიბევრდა,
რამე ნაკლი თუ გაქვს არც მახსოვს.
დღეებს საათები მოემატა,
მგონი დაავიწყდა წასვლა დროს.
შენთან ყველაფერი დვილია,
შენში ყველაფერი ჩემია.
მიყვარდე ისე მარტივია,
გიყვარდე ასეთი ძნელია?
სული ქარზე უფრო შეშლილია
ვფიქრობ–გრძნობა ხარ თუ სიგიჟე?
შენი გაბევრების მეშინია,
შენი სულის მომკლავს სიშიშვლე.
სახელდრქმეული ოცნება ხარ,
სიცხით გათანგულის წყურვილი.
ჩემი სიყვარულის ლოცვა ხარ და
ჩემი არსებობის სურვილი.
გულის ფეთქვასავით განგიცდი და
მაინც ვერ დაგარქვი ვინა ხარ.
ცოდვაშენდობილის შვება ხარ და
მზის ამოსვლასავით მიყვარხარ.
ელენე თომაევი.
შვილზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. უფალო გევედრები ყველა დედას კარგად უმყოფე მისი შვილები...დედაოღვთისმშობელო,მუხლმოდრეკილი გევედრები შენ დაულოცე ყველა დედას თავისი შვილები,შენი მოწყალების კალთა გადააფარე ყველა მათგანს,შენ დაიფარე ჩემი შვილები და აარიდე ყოველ ბოროტებას და განსაცდელს...ამინ!!!
"ჩიტის რძე" – პოპულარული ტორტის კიდევ ერთი ვარიანტი
ინგრედიენტები:
კვერცხი 6 ცალი
შაქარი 2 ჭიქა
ფქვილი 1,5 ჭიქა
დარბილებული კარაქი 210 გ
რძე 1/2 ჭიქა
კაკაო 2 ს/კ
სოდა ძმრით 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილა თქვიფეთ აქაფებამდე, დაუმატეთ ნელ-ნელა ერთი ჭიქა შაქარი და თქვიფეთ, სანამ ბეზე არ გამკვრივდება.
ცოტათი გაადნეთ (ან წინასწარ გქონდეთ კარგად დარბილებული) კარაქი და აურიეთ ერთი ჭიქა შაქარი, დაუმატეთ 6 კვერცხის გული, კაკაო, სოდა ძმრით, რძე და ფქვილი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ მაღალკიდეებიან ფორმაში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით (მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით).
გა