წასვლა არ შემიძლია.
მე ხომ ძალიან დიდხანს ველოდი
შენს მოსვლას ჩემს ცხოვრებაში.
მაგრად ჩამჭიდე ხელი და თუ ოდესმე გეტყვი,
რომ არ მინდა შენთან ყოფნა,
უნდა წავიდე,- არ გამიშვა!
ნამდვილად შენს მოტყუებას შევეცდები,
მაგრამ გთხოვ არ მოტყუვდე.
ჩამიხუტე და მითხარი,
რომ ვერ მელევი.
არასდროს მომინდება შენგან გაქცევა
გამუდმებით ეს სიტყვები ჩამესმის:
„თუკი რაიმე მთელი გულით გსურს,
მთელი სამყარო შეინთქმევა
რათა შენს საწადელს მიგაღწევინოს”
და მე მთელი გულით,
მთელი არსებით შენთან ყოფნა მინდა...
არასდროს დამტოვო მარტო და თუ ოდესმე შენ,
ჩემი ცხოვრებიდან წახვალ,
მთელი გულით მენდომება სიკვდილი...
უშენოდ ყველაფერი აზრს კარგავს ....
მინდა ვიყვირო,
შენთან ერთად მინდა ძახილი ხმის გაქრობამდე...
შენი სით
ძნელია,როცა მიდიხარ სხვა გზით და განზე გრჩება შენი სავალი, როცა ცდილობ და არავინ გაცლის , იყო ბოლომდე ალალმართალი. ძნელია,როცა დაგაქვს ფარული გულის ტკივილი და უხმოდ დნები, როცა ყველაზე შეგტკივა გული შენ კი არავის არ ედარდები. ძნელია, განსჯა საკუთარ თავის, რწმენის დათმობაც მაშინ არს ძნელი, გაქვს როცა შენი პატარა ნატვრა და ისიც გრჩება აუხდენელი
"დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ... ხშირად უკეთესს მოელი, მერე, დრო რომ გადის, ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე... რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება შორეული წარსული...''