(თავი 2)
- ნენე, ავღნიშნოთ? - მეკითხება ანასტასია და ბლინს პირში იტენის.
- რა? - ვპასუხობ გამოტენილი პირით და ორივეს გვეცინება.
- რა და შენი მეგობრის დაბერება!
- კი რათქმაუნდა, ან! - ვუღიმი და თვალს ვუკრავ. - უი, ჰო, დღეს გიგამ არ დაგირეკა?
- არა, და საერთოდ წუხელ ვუჩხუბეთ
- უჰ, ახალი თქვი რამე! თქვენ სულ ჩხუბობთ! ეხლა რაღაზე იჩხუბეთ.
- რაზე და ეჭვიანია! უბრალოდ ყველაფერზე და ყველაზე ეჭვიანობს! დამტანჯა რაა! საერთოდ შემეშვას! მორჩა, მე მაგას, აღარასდროს აღარ შევურიგდები! - თქვა და გაბრაზებულ გულზე, ორი ჭიქა წყალი დალია, ზედიზედ. მე გამეცინა
- ოჰ, წარმატებები! სულ ესე ამბობ, მეორე წუთს კიდე, ტელეფონზე ელაპარაკები და სიყვარულს უხსნით ერთმანეთს, რა! მაინც ვერ უძლებ "უმისობას" და აზრი? - ვესაუბრებოდი გამოტენილი პირით და ჭკუა-დარიგების ნაცვლად, მგონი უბრალოდ სულელურად ვბლუყუნებდი!
- ლუკა რას შვრება? წუხელ მთელი ღამე რაზე ლაპარაკობდით ამდენს?! - მეკითხებოდა და თან მაგიდას ალაგებდა.
- აუ, რავიცი, რაზე აღარ ვლაპარაკობდით შენ ეგ იკითხე! - გავუღიმე და ავდექი.
- საით?
- ჩემ ოთახში!
- ოჰ, და ჭურჭელი ვინ უნდა გარეცხოს?
- შენ ჩემო სიყვარულო! - ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და კიბეები ავირბინე.
- ჰმ, აფერისტი!
- მესმის!
- მადარდე რა!
- დამპალი!
- მეც მესმის! - ოთახში შევედი და კარი მივაჯახუნე. უცებ ჩემი ტელეფონი აინთო, დავაკვირდი და ლუკასგან ესემესი ყოფილა. გავხსენი: "ნენე, ლუკა ვარ, იცი, აღარ მიყვარხარ და საერთოდ არც მიყვარდი! მივხვდი, რომ შენზე უკეთესებიც არსებობენ, ამ ხნის განმავლობაში გატყუებდი! მე ხვალ ქორწილი მაქვს. თუ გინდა მოდი! გელი სიყვარულო :*" კითხვა დავასრულე თუ არა ტელეფონი ხელიდან გამივარდა და ჩავიკეცე. ხმაზე ანასტასია ამოვიდა.
- ხო მშვიდობაა? - ოთახში შემოვარდა, მე უსიტყვოდ ტელეფონი გავუწოდე და ავტირდი.
- ნაძირალა! მოვკლავ! ჩემი ხელით მოვკლავ! - აყვირდა ანა და ჩამეხუტა.
- მართლა მიყვარდა, ან, მართლა ვენდობოდი!
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8
Aha tan weer da tan aq tviirtaav?