(თავი 1)
- ნენე ადექი! ნენე გაგვიანდება! გაიღვიძე! - ვერავინ ვერ წარმოიდგენს რა საშინელებაა დილით ძალით რომ გაღვიძებენ. თვალების გახელას ვცდილობ, ჯერ ისევ სიზმარში მგონია თავი. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანს, ვცდილობ გამოვფხიზლდე, თუმცა არ გამომდის. თავს ისევ ბალიშზე ვაბრუნებ და ძლივს ოდნავ გახსნილ გონებას, ვკეტავ. - ნენე! დროზე ადექი! - ოხ, ეს ისევ ყვირის?! - ნენე ადექი მაგ საწოლიდან სანამ რამე გაფეთე! - თითქოს მუქარა მოქმედებს და ნელნელა ვფხიზლდები, საწოლზე ვჯდები და ხელებით ტუმბოზე დადებულ სათვალეს ვეძებ...
- ჰოჰო ვდგები! - ვამბობ ნამძინარევი ხმით და სააბაზანოსკენ მივდივარ.
- წყალი არ მოდის. - მაწევს გზაში სიტყვებს ანასტასია მე კი ამ მთავრობის ლანძღვით უკან საწოლში ვბრუნდები და ტასოსგან მალულად ლოგინში ვწვები.
- იკადრე გამობრძანება ქალო! - მიყვირის სამზარეულოდან, მე კი ნელნელა ისევ ვდგები და ისევ ლანძღვით მივდივარ სააბაზანოსკენ, ახლა უკვე ანასტასიას ვლანძღავ გულში და სათანადოდ გადანახულ ბაკს ვწვდები, ვინახავ ხოლმე წყალს, რა იცი, როდის რა დაგჭირდეს. ხელ-პირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ და შხაპის ქვეშ ვდგები. მალევე ვრჩები ბანაობას და მახსენდება, პირსახოცი გარეთ დამრჩენია.
- ანა, ანასტასია!
- რა გინდა?! - მპასუხობს უკმეხად, თითქოს დილის რვა საათზე მე გავაღვიძე! ჰმ დამპალი!
- რა და პირსახოცი! - მეც იმავე ტონით ვპასუხობ და გაბუტვის ნიშნად ტუჩებს გარეთ ვწევ.
- სად არის?
- ვაიმე! სადმე! რავიცი მე, მოძებნე!
- ვის ოჯახშიც შენ შეხვალ! - გადაიკისკისებს და მეც უნებურად მეღიმება. ცოტა ხანში კარებზე მიკაკუნებს. მეც გავუღებ და პირსახოცს მაწვდის. - არ ხარ ღირსი მაგრამ რა ვქნათ რომ კეთილი ვარ.
- ჰმ, შენ და კეთილი? არაა, შანსი არაა, მე გავაღვიძე დილის რვა საათზე საუკეთესო მეგობარი?
- აბა თუ იცი დღეს რა დღეა? - გამომცდელი მზერით მეკითხება.
- პა-რას-კე-ვი! - საკუთარ თავში დარწმუნებული ამაყად ვუმარცვლი.
- ჰაჰ, ვიღაცას საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე დაავიწყდა - მპასუხობს ნაწყენი ხმით
- ჰმ უჟმურო! რა დამავიწყებდა ამ საშინელ დღეს - ხელებით ტირილის იმიტაციას ვაკეთებ და ანასტასიას ღიმილს ვიმსახურებ - მახსოვს ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს დაიწყო ჩემი ყოველდღიური ტანჯვა, ეჰ რამ მაყიდინა შენთან ერთად სახლი!
- ოჰ, გაიღვიძა იუმორმაო?
- კაი ჰო ! გ ი ლ ო ც ა ვ ! - თბილად ვუღიმი და ვეხვევი. მე ხომ მას 24 წელია ვიცნობ! დაბადებიდან. ის ჩემზე 3 წლით დიდია. ერთადერთი მყავს და მე მას ვყავარ, მართალია დედის ერთა ვარ, თუმცა ანასტასია ჩემი დაა, მე კი მისი პატარა დაიკო. ჰაჰ სულ დამავიწყდა პირსახოციც და ყველაფერიც, მე კი ანასთან ჩახუტებული ღია სააბაზანოში, სველი ვდგავარ, აი ქალბატონიც დავასველე, ეხლა კი ჯობია გავიქცე, თორემ არ დამინდობს. ოთახში შევდივარ და უბრალო სპორტულებს ვიცვამ.
- ნენე, ჩამო ჭამე - მეძახის ანასტასია, მეც მორჩილად მივუყვები კიბეებს და სამზარეულოში შევდივარ.
- ბლინები გავაკეთე
- მმმმ ან, მიყვარხარ !
- შენ მხოლოდ მაშინ გიყვარვარ როცა რამე გემრიელს ვაკეთებ - "მებუტება" და მეც სიცილით ვუჯდები სუფრას.
❤️❤️❤️❤️
თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში <3 <3
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 3