გთხოვ არასოდეს შემეკითხო რატომ მიყვარხარ,
ჩემს სიყვარულში, ნურასოდეს, ნუ დაეჭვდები,
ერთადერთი ხარ ვისაც მინდა გული დავუთმო,
ცხადში დაგეძებ, სიზმარში კი, მხოლოდ, შენ გხვდები,
შენ ხარ, ვის გამოც, ჩემმა სულმა გამოიდარა,
უკვე მოვხატე, ზღაპრული ცა, შენი ფერებით,
თუ მოისურვებ, ამ სიყვარულს, მზის სხივად ვაქცევ,
მის ათინათად, შენს ბაგეებს, გადავევლები,
მერე კი თვალებს დაგიკოცნი, გამოგაფხიზლებ,
ჩაგეხუტები, მკერდთან ახლოს შენს გულს შევხვდები,
მოგეპარები, ჩაგჩურჩულებ როგორ მიყვარხარ
და ნიავივით, შენს სიმშვიდეს, დავებედები..