იცი რატომ? მხოლოდ ოცნებაშიღა შემომრჩი.. რეალობაში ხომ დაგთმე უკვე..ისე რა სულელი ვარ, შეგიყვარე, მერე კი ისე გაგიშვი ხელიც არ გამიტოკებია რომ დარჩენილიყავი..ყველაზე რთული საკუთარ თავთან ბრძოლაა,მაშინ როცა გიყვარს...ჩემი სამყაროს სამარადისო ოცნება ხარ, აუხდენელი...მე ხომ მხოლოდ შენი მწამდა,ნეტავ რატომ გახდი ჩემი ცხოვრებიდან ფურცლად მოსახევი,მე ხომ მიყვარხარ..! მსმენია:“ადამიანი ტირის რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა,რათა შეიცოდონ...“თუმცა არა მე ამიტომ არ ვტირი,მე ვტირი იმიტომ,რომ მენატრები,იმიტომ, რომ მიყვარხარ...ახლა ჩემს ირგვლივ უმიზნო,უსაზღვრო და უშენო ნისლი დგას..ხან მელანდები კიდევ ამ ნისლში..მომენატრეთქო რომ ვთქვა იტყვი რომ ბანალურია...მიყვარხარ თქო? თუმცა ესეც ბანალურია...მაშინ გეტყვი რომ გაღმეთებ! ეს სიტყვა მონატრებასა და სიყვარულს იტევს...იცი? როცა მიდიოდი ვცდილობდი დამემალა განშორების ცრემლები...თუმცა ახლა მონატრების ცრემლები როგორ დავმალო,როცა ცამდე მენატრები.......

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев