გაწვიმდა ისევ
გაწვიმდა ისევ, ცას დასცვივდა ცრემლები სევდით,
ისევ შეიკრა დიდი შუბლი, გოროზად გვიმზერს,
არ ეშველება არაფერი შევლებით ხელის,
ვერ გადავარჩენთ გამთბარ სხივებს
თოთოს და მზისფერს.
ალბათ მოშივდა ბეღურას, ან შეჩერდა ტოტზე,
მაგრამ შესცივდა, შეეფარა ფოთლების ხშირ ,,ტყეს",
გვერდით მეორეც ამოუდგა...
მებევრა ყლორტზე
და გადაიქცნენ ორივენი წვიმისგან ცის ტყვედ.
შემომაფიქრდი მათ ცქერაში სევდიან დღის პირს,
ყველა საათმა გაირბინა ჩემს თვალწინ წამში,
გახსოვს? ის წუთი, რომ შემომხვდი ქვიშიანს...მიღირს,
ჩამომისახლე იმ თავითვე...მე მაშინ, ნამში.
შემშურდა თითქოს ბეღურების, მზრუნველებს ჰგავდნენ,
ჰყავდათ ერთურთი, უყვარდათ და ათბობდნენ ფრთებით,
მე კვლავ დავდივარ ვით ობოლი, თუნდ ბევრნი მყავდნენ,
იმედს.
გეძახდი წუხელ...
როგორ გეძახდი ფიქრებით წუხელ,
შენთან მინდოდა, რომ მეთქვა რაღაც.
მუზა იწვევდა საწერად ურჩ ხელს,
მაგრამ შენ ჩემგან შორს იყავ, სადღაც.
ჩუმი ხმა გრგვინვად წვდებოდა
ბნელ ცას,
ნატვრის ახდენას შევთხოვდი უფალს.
სიმშვიდე, ძილი ოცნებად მექცა,
რადგანაც ბილიკს ვადექი უვალს.
ღამე უმთვარო იყო და ბნელი,
არც ვარსკვლავები არ იყო ცაზე.
სიო კი ჰქროდა საამო, ნელი,
თუმცა გავლილი არ ჩანდა სადმე.
ეს მონატრება დიდ ტკივილს ჰგავდა,
უკვე დაჭრილ გულს ჰფატრავდა
უფრო.
გრძნობის ძახილი ბნელ ზეცას სწვავდა,
და წააგავდა ოცნებაც უქრობს.
ცრემლები თვალზე მეკიდა წუხელ
კვლავ ილეოდა ნელნელა ღამე.
ეწერებოდა ეს ლექსი ურჩ ხელს
და უშენობას ვერ ვტევდი სადმე.
გეძებდი უხმოდ, ფიქრებით ყველგან,
დუმილი მაინც აღწევდა ბ
მე მოვალ შენთან
მოვალ, გაგიქრობ სიშორის წყურვილს,
ტკბილი სურნელით დაგახვევ თავბრუს,
გაგიძლიერებ სიცოცხლის სურვილს და სიყვარულით დაგაჩვევ თავმდგმურს.
სხივს გამოვყვები თბილსა და ლამაზს,
გაგილხობ გულის ყოველგვარ კუნჭულს,
მოვქარგავ გრძნობას ტკბილსა და ხალასს,
მოგასურვილებ ოცნებად ჩურჩულს.
კვლავ მოგანდომებ უნაზეს აისს,
მთის ფერდობებზე ნაბიჯით ავლას,
არ დაგავიწყებ უმწვანეს მაისს,
თეთრ გვირილებში ნაფიქრით გავლას.
გულში დავიდებ იმედის ბინას,
მოგიალერსებ ზამთარში თბილად,
კვლავ მოგიხატავ იმ ფერით მინას,
რომ ვერ გადაშლი ზღაპარშიც რბილად.
მაგრამ წვიმს, ცივა...ცრემლი სდით ღრუბლებს,
მე კი, შენ მითბობ ავდრიან დღეებს,
უშენობა კი, ებრძვის თვით ფურცლებს,
სევდას უმატებს დარდიან ლექსებს.
დადგება დრო, კვლა
არ ვამბობ სათქმელს
შემოვიხვიე შენი სუნთქვა გულმკერდზე ფრთხილად,
შევთბი და შემდეგ შევიგრძენი
სისუსტე გულის,
შემოვიფინე ნაფიქრალიც უთქმელზე თბილად
და უნებურად ჩამოვიცვი სიზუსტე სულის.
ჩემი გრძნობები მოვაგროვე, შევკრიბე ერთად,
ჩამოგილაგე სასთუმალთან დამდნარი ლამის,
წრფელი გულის ხმა შევიფარე, შევირგე ბევრად,
რომ ყოფილიყო მდუმარე და გამთბარი შარმის.
შემოვაცალე სამალავი სიყვარულს წუხელ,
შემოვიარე შენი სივრცის ნატკენი მხარე,
იცი? წლებია სულს სიჩუმით სინანულს ვუმხელ
და ცრემლიანი ფიქრებიდან კვლავ ვდევნი დარებს.
მაგრამ არც ვტყდები...თავს ვუმალავ,
მიყვარხარ როგორ,
არც სათქმელს ვამბობ, მაგრამ უკვე ვერც უთქმელს ვმალავ,
არ მსურს არვისთან საუბარი, მივგავარ ობოლს,
ვერავის განდობ...ვერ ვუამბობ...
ვერ ვუმ
დრო ფუჭად დავკარგე
გადავლილ ბილიკებს ვერ ვამჩნევ ნაფეხურს,
გზას ვიწროს, ეკლიანს მივყვები ეული,
ვერც სადმე გაუვლელს ვერ ვადებ ნაჭდეურს,
მერევა სისუსტე ფიქრებით ძლეული.
რომ ვითვლი ჩავლილ წლებს, ტკივილი მაწვება,
ბევრი რომ არ დარჩა, მირთულებს შერგებას,
სულს ზოგჯერ სიმწრით რომ კივილი დასცდება,
ზეცამდე ასული სიჩუმეს ედრება.
დრო ფუჭად დავკარგე წარსულის ცქერაში,
ამაო ლოდინში წელი წელს მისდევდა,
ვეღარც კი შევბედე დარდს გულის ძგერაში
და თვალზე ნაწვეთიც ცრემლი ცრემლს იწვევდა.
ჩამოვრჩი ცხოვრებას, მაგრამ მსურს დაწევა,
ვერ მიმაქვს სხეული, ურჩ ძალებს მივყავარ,
ასაკი მაბრკოლებს, რადგან ,,ქუხს" გაწევა,
თუმცა შენ-სიცოცხლევ! მწუხარეც მიყვარხარ.
უფალო ისევე, შენით მაქვს იმედი,
ვიცი, რომ ჩამკიდებ ხელებს და