წუხელის ღამით ვეცეკვე სიკვდილს ვერ ვამხნევებდი მაგრამ მჯეროდა, ამოქოქავდნენ სიცოცხლის წისქვილს და ბნელი ღამეც გათენდებოდა. მე მოვისმინე ცხოვრების მერე ეს ყოველივე განა ჭორია, როდესაც სიკვდილს ჰკითხეს რა სურდა თურმე სიცოცხლე მოუთხოვია. ვის უფიქრია ვის უდარდია როგორ არიდებს სიკვდილი თვალებს, ცრემლით მინდვრები დაუნამია როცა სიცოცხლეს უკეტავს კარებს. სიკვდილს ვინ მისცა ბედი განგების ვინ შეარჩიოს არაქვს უფლება, უფლისკენ გზაზე მიჰყავს მოყვასი რომ ღრუბლებშია თავისუფლება. როდესაც ჩვენსკენ გამოგზავნიან, გზად შეყოვნდება მოსვლას ინანებს, დიდხანს იცოცხლეთ ერთურთით დატკით რადგან სიკვდილი დაიგვიანებს....
მე მონატრების ნაკადული მომიტანს სევდას ფორებს დაჩრდილავს იისფერი აფორიზმები, მიწას აბარებს უკვდავება საკუთარ ცხედარს რომ დაატანოს წუთისოფელს ალგორითმები. გამომასარჩლეს სიმფონიებს რაღას მოველი ადრინდელია ციტატები რაცკი დამთრგუნავს, მიწას დარჩება აზრთა მოდგმა ფიქრი ყოველი მე იისფერი ნაკადული როცა გამკურნავს. ფერებს იცვლიან პიესები ზეცის სარდევალს ფერად ქოლგებში ინუსხება დროის გამები, წვიმის აჩრდილზე უკოცნია მორიგ გარეწარს რომლის სისველეს დღიურებში ვეთაყვანები. არა! არ მინდა უკვდავება ნუღარ მისურვებთ მიწიერებას ვალსი სურდა ბოტბის მხარეში, ცა ჩამოწვება მიწის ფონზე ზეცა იქუხებს რომ გათოვდება სიყვარული სიყრმის მკლავებში. მე ვერ შეგიცვლით ვერასოდეს არსთა იერით გამონათებას დაბნელების ყოფით კარიბჭეს,
ღვინო დაღვარეთ ჩემს საფლავზე როცა მოვკვდები ცრემლი და დარდი არ მომართვათ მიწის მასპინძელს, უმისამართოდ ერთ სიცოცხლეს ვემშვიდობები მაგრამ მომდევნო ხასიათი უფრო მაშინებს. ღვინო დაღვარეთ ჩემს საფლავზე ღვინო დაღვარეთ ბარდს და გვირილებს ეფერება აქვე ფორდები, თუ სიცოცხლეში ლექსის წერა არ დამაცადეთ რა საჭიროა ჩემს საფლავზე ეპილოგები. ფესტივალია გამართული როგორ ხმაურობთ როგორ ისვრიან ირონიას რევოლვერები, ამ საგციელით ვეღარ ვიგებ რას ვარაუდობთ განძს და წერილებს არ მოგართმევთ მკვდარი ცრემლები. გაკვირვებული სინჯარიდან ფიქრი გადმომაქვს მინის ნამსხვრევებს ემსგავსება წვიმის წვეთები, ზეცას ვუყურებ საფლავიდან ვეძებ მაცხოვარს რომ ჩამომბანოს მიწიერი ანაბეჭდები. მუზის სამრეკლოს მარტოობის ჟინი აყუჩებს იქვე მიყრ