2012 წელს ციხის კადრების გამოაშკარავების დროს კარგად მახსოვს, თუ როგორი აღშფოთებულები,ცუდად გაკვირვებულ-გაოცებულები,გულნატკენი ვიყავით, გვინდოდა ჩვენც, ჩვენებური გამოგვეხატა პროტესტი...წავედით და სოლიდარობა გამოვუცხადეთ პატიმრებს...
როგორი აღტკინებულები,ბრძოლის ჟინით სავსენი ვიყავით.გვჯეროდა,რომ ყველაფერი შეიცვლებოდა,მე პირადად გულუბრყვილოდ მჯეროდა...
მჯეროდა,რომ "ესენი" მაინც იქნებოდნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და არ იფიქრებდნენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე... მაგრამ...ძალიან ბევრი მაგრამ..მე თუ მკითხავთ ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ერთმანეთის ლანძღვა-გინება ანადგურებს.არა,არ გეგონოთ საკუთარი ნაკლის დამალვაზე ვსაუბრობდე...რა თქმა უნდა,არა...ჩვენ ვაქილიკებთ ერთმანეთს, მაგრამ არ ვცდილობთ შეცდომები გამოვასწოროთ,აღარ გავიმეოროთ...ზუსტად ეს არის ჩვენი პრობლემა..გვჭირდება ბევრი ისეთი ადამიანი,ვინც ქვეყანაზე და მის სამომავლო განვითარებაზე იზრუნებდა..ბევრი ისეთი პოლიტიკოსი გვჭირდება, ვისაც სამშობლო გულწრფელად და უანგაროდ ეყვარება...უუფ,როგორ დაგვხატავდა ახლა "თერგდალეულები" და მათი ნაციონალური პროექტი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 35