Предыдущая публикация
გულს რომ შენთვის ემეტება,
ფიქრში,ცხადში თუ სიზმარში
შენ სახელს რომ ეფერება.
რა დავარქვა გრძნობებს აშლილს,
სულში ცეცხლად რომ ინთება,
სად მოგძებნო მონატრებით,
ნახვა როცა მომინდება.
რა დავარქვა იმ უძილოდ
გატარებულ ყოველ ღამეს,
შენს მაგივრად ვესაუბრო
ვარსკვლავებში ბებერ მთვარეს.
რა დავარქვა იმ ქარიშხალს,
წამში ცად რომ აგიტაცებს,
ზღვის ტალღებში ჩაგძირავს და
ფიქრით სადღაც გაგიტაცებს.
რა დავარქვა იმ გულისთქმას,
მაჯისცემას რომ მიმატებს,
შენთან ერთი წამით ყოფნა
სიცოცხლის წელს მომიმატებს.
რა დავარქვა, შენ მითხარი
რა დავარქვა ყველას ერთად,
რასაც შენი გულიც გრძნობს და
ებრძოლება ჩემთან ერთად.💜


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев