მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი,მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო...
შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით-მთხოვე და... შევძლებ რაც უნდა იყოს!..
შენს გამო დედი,მხოლოდ შენს გამო,ვცდილობ ყველაზე კარგი რომ ვიყო,
გაგიმზიანო ყოველი წამი-და შენთან ერთად პეპლებსაც ვსდიო...
ვიმღერო როცა არ მემღერება,ვიცინო რადგან არ გიყვარს ცრემლი...
მინდა აგიხდეს და წინ დაგიხვდეს,ყველა ის ნატვრა რასაც კი ელი!..
შენს გამო მინდა სიცოცხლის გზებზე ერთი ათასად სიკეთე ვთესო,
რომ არ გეტკინოს,რომ არ შეშფოთდე,რომ არ შეგცივდეს სულზე უთბესო.
მე და შენ ერთი გული გვაქვს დედი,მე და შენ ერთი სულის ვართ შვილო...
შენი სიცოცხლით შესხმული ფრთებით-მთხოვე და შევძლებ რაც უნდა იყოს!..
/ია ნანეიშვილი/
ზარები რეკავენ...
*************************
ტაძრების გუმბათზე ზარები რეკავენ,
გლოვაა, უფალი გვამშვიდებს მაღლიდან,
ქრისტეს ტერფებიდან სისხლები წვეთავენ,
იუდამ ოცდაათ ვერცხლზე რომ გაყიდა.
ვილოცოთ, ვიწამოთ, შევუნდოთ ერთმანეთს,
სითბოს და სიყვარულს დავუთმოთ ადგილი,
წმინდანთა თვალებში ცრემდენას ვერა ვლევთ,
გაუძლონ როდემდე? ადვილი არ არის.
მტრობა და სიშურე მიწაზე ბოგინობს,
ერთმანეთს თვალებში ნაცარს ნუ შევაყრით,
მოვუხმოთ უფალს და ვილოცოთ ცოდვილნო,
ბოროტთა ქმედებებს თითებზე ვეღარ ვთვლით.
დაიქცა ქვეყანა, ღვთისმშობლის თვალებზე
ცრემლები აზვირთულ ტალღებად გროვდება,
ვილოცოთ, იესო მოგვადგა კარებზე,
ჟამი აღდგომის და ხსნისა ახლოვდება.
მინდა უფლის კართან მუხლი მოვიყარო,
ცოდვა უამრავი მოვთქვა სინანულით,
გახსნი
დედა ვარ...
**************************
დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას, ჩემ შვილებს ვჭირდები.
ქალი ვარ, ცხოვრების ათასგზით ნატანჯი,
სახეზე მატყვია ქარცეცხლის იარა,
უფალო! შვილებთან სიშორით რატომ მსჯი
რამდენჯერ დავცალე ტკივილის ფიალა.
დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი,"
ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან.
ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი,
ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს,
ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი,
გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს.
დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და
შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით
შეიძლება ბევრი ნაკლი მაქვს,მაგრამ ზოგიერთებისგან განსხვავებით ადამიანებს მაშინ არ ვეფერები და ველაქუცები როცა მათგან რაღაცა მჭირდება...მომწონს?-პატივს ვცემ...არ მომწონს?-არც ვახლობლობ...მიყვარს?-ვეთაყვანები...არ მიყვარს?-შორს ვარ....ყოველთვის ყველაფერს ხმამაღლა ვამბობ,რომ არ ვთქვა თვალები მყიდის...არასდროს ვითბობ ხელს ორ ადამიანს შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე და არასდროს ვარ ერთთან ერთის და მეორესთან მეორის,,,არასდროს ვამბობ ადამიანის ზურგს უკან იმას,რაც მისთვის არ მაქვს ნათქვამი...ასეთი ვარ და ასეთი მიმიღეთ.