შენ ერთადერთი ხარ ვისაც ვეთაყვანები, ვისი იმედითაც ვცოცხლობ, ვისაც დახმარებას ვთხოვ. უეჭველად, შენ ყოვლის შემძლე ხარ, შეგიძლია ჩემი დახმარება და ჩემი ვედრების ახდენა, შენ იცი ჩემი მდგომარეობა, შენთვის უცნობი არაა ჩემი ადგილ-სამყოფელი, შენ გესმის ჩემი ვედრება და შენ უწყი ჩემი აშკარა საქმეებიც და გულში გაფიქრებულიც.
ღმერთო! მიიღე ჩემი ვედრება, რამე თუ სხვა არავის ძალუძს ჩემი სურვილების ასრულება, ყოველთვის კეთილი მაკეთებინე და ჩემს გულს სიკეთე შეაყვარე, მაშორე ყოველი სიავე და საფრთხე რაც კი მოსალოდნელია ამ ქვეყნად, დამიფარე ბოროტი საქმეებისგან და ნუ მომცემ იმის საშუალებს, რომ ჩემი გული ბოროტისკენ მიიწევდეს. უეჭველად, შენ ყოვლის შემძლე ხარ, დიდება შენდა დიადო ღმერთო, სალამი და ლოცვა შენს შუამავალსა და მის მიმდევრებს. ამინ!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев