„სავარაუდოდ ამნეზია დაემართა“ - სტიქიისას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლების განცხადება
13 ივნისისი სტიქიის დროს უგზოუკვლოდ დაკარგული სერგი კაპანაძის ახლობლები „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებენ.
„ყველას, განსაკუთრებით კი თბილისიდან აზერბაიჯანამდე მტკვრის ორივე სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას, უმორჩილესად გთხოვთ, დააკვირდეთ 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაკარგული სერგი კაპანაძის ამ ფოტოებს.
თუ ვინმე შენიშნავთ ქუჩაში მოხეტიალე ასეთი გარეგნობის ახალგაზრდას, რომელსაც სავარაუდოდ ამნეზია დაემართა და არ იცის, ვინ არის, გამომეხმაურეთ ამ ნომრებზე 0431 25 21 49 ან 595 37 21 49.
ნუ დაიზარებთ და ყველამ გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ მივაკვლიოთ სადმე ჩემს უგზოუკვლოდ დაკარგულ ბიჭს“.