არც შენი თვალები, არც შენი ხელებზე ფერება.
და გამახსენდება იმ ბოლო თოვლის გოდება,
ჯერ არარსებული მიწის და ბალახის კვეთება.
და გამახსენდება შენი სიჩუმის ტირილი,
ართქმული სიტყვების ყოფნა-არყოფნის ტკივილი,
სიმართლის, სინათლის, ტკბილი სიცოცხლის ბუნება,
მძაფრი მონატრების ძარღვებში ლაღი დინება…
მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!
როცა შენ მიღიმი და შენი კურთხევა დამყვება,
ელვა დამივლის, ნაცნობი რითმები ამყვება,
და თითქოს ახალი გმირობის ძალა მეძლევა,
როდესაც შენ მკოცნი – დარდი და სევდა მეცლება!
როცა შენ მოდიხარ და ფერებს ფერები ეკმევა –
შენი სახელი ულევ სიხარულს ერქმევა,
და ჩემს აღტაცებას მზეცა და მთვარეც ედრება,
შენ რომ მეპოვნე – მე ერთი მქონდა ვედრება!
მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8