დედა ხომ მაინც გყავთ, ეს კი დიდი სიმდიდრეა. სანამ დედა გყავს, არ დაბერდებიო, ნათქვამია...
გაზაფხულივით ლამაზი, ფერადოვანი და სიცოცხლით სავსე ყოფილიყოს თქვენი ცხოვრება, დედებო. 😍😍 მუდამ მშვიდად ყოფილიყავით შვილების, მეუღლეების, ახლობლების კარად ყოფნით, მათი წარმატებებით. ყველა თქვენგანის გვერდით ყოველთვის ყოფილიყოს ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი ნიჭის, შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მოგცემთ, თქვენი ჭირ-ვარამის გამზიარებელი და ცხოვრების ნებისმიერ ეპიზოდში თქვენი გულშემატკივარი იქნება.
სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია - ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია.
"არის სხვა წამიც ღვთიური კრძალვის,
იგი ბუნების სხვა შედევრია,
ყრმა რომ ძუძუს წოვს,
ყოველი ქალი ღვთისმშობელივით ბედნიერია"
მსოფლიოში ყველა ქალს განეცადოს ეს ბედნიერება და ღვთიური სილამაზე.
დედის სითბო ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, გაიხარეთ და მრავალს დაესწარით.
❤️❤️😍😍🌸🌸


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1