მე შენ იმდენი გეძებე დღემდე,
გიპოვე როგორც ტყის ჯიხვი კლდეზე,
ველური, მაგრამ მიუწვდომელი,
ეხიზნებოდი იდუმალ ტყეებს.
ბევრი გეძებე და ახლა დაღლილს,
მინდა მოხვიდე ჩემამდე ერთ დღეს.
მე დაგინახე ამაყი, დინჯი,
რა მედიდურად იდექი კლდეზე,
წამით ვიგრძენი გასაოცარი
და უჩვეულო სიმძიმე მხრებზე.
ისე შევშინდი და გავირინდე
ქვებზე ამოსულს ვემსგავსე ხეებს.
მე შენ იმდენი გეძებე ყველგან,
სადაც კი თვალი წვდებოდა ზეგნებს.
გიპოვე მერე ასე უიღბლომ და
შემიყვარდი ვით ჯიხვებს ტყე ღრე.
მწვერვალებიდან მწვერვალებამდე
ჩვენ გადავსერავთ გრძნობათა ქედებს.
მე შენ იმდენი გეძებე დღემდე,
და არასოდეს არ დაგთმობ მენდე.