კაცობრიობის ისტორიაში შემოანათა შენმა შუქმა.ჰატიჯას გამოემშვიდობე და ჰირას მაღაროში განმარტოვდი.გადიოდა დღეები,საგზალი გამოგელია და უკან მობრუნდი,ჰატიჯამ ხელმეორედ გზა დაგილოცა...იგი ხომ არასდროს გსაყვედურობდა...უკვე მოახლოვებული იყო დაბადება და ცათა კარები შენთვის გაიხსნა.დიადმა ალლაჰმა"იკითხე"ამ ბრძანებით უმძიმესი ტვირთი გატვირთა და დაგევალა ღვთის სახელით დამთა მოდგმის ჭეშმარიტების წასაკითხად დაპატიჟეს.სახში დაბრუნდი და ჰატიჯას საფარველის დაფარება სთხოვე!მან სიყვარულითა და თანაგრძნობით დაგფარა და დაგამშვიდა ისე,როგორც წინათ.შეშფოთებული იყავი იმით,რაც ხდებოდა შენს გარშემო.ჰატიჯამ შეეცადა შენს დაწნარებას;დიადი ალლაჰი არავის ამარად არ დაგტოვებს,ვინაიდან მუდამ იცავ ნათესავთა უფლებებს,უსახლკაროთ იფარავ,უპოვართ მუდამ გვერდში უდგახარ,სტუმართ მოყვარე ხარ,გაწირვებულებს დახმარების ხელს უწვდი...შემდეგ თავის ძმიშვილთან,ვარაყასთან,წაგიყვანა.მან გულდასმით მოგისმინა,შემდეგ კი ამ თემის შუამავლობა გახარა.ამავდროულად ეს იმის მაუწყებელიც იყო,რომ ამ გზაზე სენ უამრავ სიძნელეებს გადაააწყდებოდი.ჰატიჯა კი მუდამ მხარში გედგა.შენ იგი სიკვდილის შემდეგაც კი ვერ დაივიწყე,ერთგულებისა და მადლიერების გრძნობა იყო ამის საბაბი...აიშე ხომ მუდამ კეთილი შურით იყო გამსჭვალული ჰატიჯას მიმართ...ბიძა ებუ თალიბი,რომელმაც დიდი თანადგომა გამოგიცხადა ამ გზაზე,რომლისთვის მრავალჯერ სესთხოვე ალლაჰს,რომ ჭეშმარიტებას ზიარებოდა,მაგრამ ეს ბედნიერება არ ერგო მას წილად,თუმცა დიადმა ალლლაჰმა მისგან ალი გაჩუქა.ყველა მუსლიმს რაღაც განსაცდელი შეხვდება ამ გზაზე.ზოგი თავს შესწირავს,ზოგი ქონებას,ზოგიც კი საყვარელ სამშობლოს იმისთვის,რომ დაამტკიცოს თავისი გულწრფელობა.რა არ გადახდა თავს,ალლაჰის საყვარელო შუამავალო!ბოლოს ყურეიშელებმა ისიც კი იკადრეს,რომ სიკვდილის განაჩენი გამოგიტანეს.სწორედ ამ დროს,როცა არავინ არავის ინდობდა,მუსლიმები მედინასი გააგზავნე,შენზე მობარებული ამანათები.ალის თავიანთ პატრონებზე დასაბრუნებლად დაუტოვე და ებუ ბექირ სიდდიყის ერთად მედინისაკენ გაეშურე...ისინი შენ გელოდებოდნენ,როცა დავახშმებულ მთვარისავით გამოჩნდი ვედას მთაზე.შენი პირველი საქმე და ჭეშმარიტი გზის დასაწყისი მთელი კაცობრიობისთვის მეჩეთის აგება იყო.უმალ 186ოჯახი მედინის მკვიდრთა ძმად დაადგინე,რომელნიც უმწეობას გადაარჩინე,რომელთაც ყველაფერი მექქაში მიატოვეს,რათა თავიანთი რწმენა გადაერჩინათ.მედინას მკიდრნი იმდენად დიდებულნი იყვნენ,რომ ტავიანთ გაჭირვებასა და უმწეობას არაფრად თვლიდნენ,ყველაფრის მიუხედავ,ძმობა გამოუცხადეს,თითქოს ბედმა გაუღიმათ.მათ გაუნაწილეს თავიანთი სარჩო სანოვაგე და თავიანთი სახლ კარი.ამდაგვარ ხალხს,რომელნიც უწყობდნენ ამ დიად ფასს,დიადმა ალლაჰმა ენსარები,ე.ი.დამხმარენი,შეარქვა და წიგნში მუჰაჯირები,ე.ი.ემიგრანტები,შემდგომ წარღვნამდე პატივით მოსახსენებელ საფეხურზე დაადგინა.მაშასადამე ასე ჩაიწერნენ ჩვენს ისტორიაში მუჰაჯირები და ენსარები, რომელთაც გაჭირვების,ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად,სამარადჟამო სამყოფელი აირჩიეს წუთისოფელს.და დღეს ჩვენ ამ ეპოქის მუსლიმები დიადი ალლაჰის წყალობას ვსასოებთ.შენი უპირველესი მოხმობა ხომ მშვიდობა იყო,ყველას გარშემო შემოკრებაზე იღწვოდი.თუმცა ყურეისელების წახალისებიდან გამომდინარე,ზოგი ფარისეველი ყველანაირ ზღვარს გადავიდა,მათ გადაწყვიტეს შენი ჩიხში შემწყვდევა,ზურგში მახვილის ჩაცემა და ასეთ ნაირად ისლამის ნათელის ჩაქრობა.განსაკუთრებით ყურეიშელმა წარმართებმა,რომენიც თქვენმა ამოზევებამ ვერ დააკმაყოფილა,თქვენგან მიტოვებული ქონების გაყიდვა და ამ ფულით ჯარის შეკრება გადაწყვიტეს...მექქადან ქარავანი გააგზავნეს...სენ მათ უკან მობრუნებას ელოდებოდი,ვინაიდან ალლაჰის ბრძანება,რომელიც უკვე დაწერილი იყო,მათთვის ჭკუის სწავლებას ისახავდა მიზნად.ერთი მუჭა მორწმუნენი რიცხობრივად სამჯერ უფრო მეტ მოწინააღმდეგეებს სეერკინენ და ალლაჰის ნებით და სეევნით ბედირის ჭის სემოგარენში დაამარცხეს.ამის შემდეგ ბრძოლა,საათის ქანქარასავით,ხან მარჯვნივ გადაიხარა და ხან მარცხნივ.თუმცა დიადმა ალლაჰმა ბოლოს ისეთი გამარჯვება გარგუნა წილად,რომ უკვე ერთი პერიოდი დამთავრდა და ახალი პერიოდი დაიწყო.უკვე აღარ არსებობდა ემიგრაცია,ჭესმარიტება გამტკიცდა,ჭეშმარიტების გზაზე თავგანწირვა და ისლამის სესაბამისად ცხოვრება და ცხონება იყო მხოლოდ.ფინალი ხომ დიებული აღმოჩნდა.ვედას ჰაჯობის დროს 120ათას საჰაბეს გამოუცხადე ისლამის პრინციპები,რომელთაც დღესაც კაცობრიობის ჰორიზონტზე განლაგებულ ყველაზე ძვირფას ფასეულობებად მივაჩნევთ.იმ დღეს შენ ფეხ ქვეშ მოიქციე უმსგავსო და სასირცხო ქმედებები,რომლებიც დღესაც კაცობრიობის გლობალური პრობლემებია,რომლებიც დღესაც ვერ ჩამოვიხსენით...რის გამოც ძალიან გვრცხვენია.დიადი ალლაჰო!მოგვმადლე ძალა შენი ნების აღსრულებისა,ძალა შენს მიერ წარმოგზავნილი მუჰამმედ შუამავლის ღირსეულ თემად დადგენისა.დღესაც ისევე გვჭირდება ის ფასეულობები,როგორც მაშინ.ყოვლად სანდო ალლაჰის შუამავალო!შენ შუამავალი იყავი და შენი თავი მოწმედ დაიყენე.შენ ხომ მზად მყოფთ დაავალე მოწმეობა თაობიდანთაობას გადაეცა და ჩვენამდენ მოაღწია .კარგად ვიცით, რომ დღეს ჩვენ ვართ მოწმე და ჩვენზე მობარებული შენი ამანათის,სეძლებისდაგვარად,უნაკლოდ მომავალი თაობებისთვის გადასაცემად ვიღწვით.თუმცა მსვენივრად ვუწყით,რომ უამრავი ნაკლი გვაქვს,მაგრამ სიმარჯვე,სიმამაცე მაინც გვაკლია.შენ არასდროს დაგისახავს მიზნად სახელმწიფოს შექმნა,თუმცა თავისით შეიქმნა.შენს მერე უამრავმა მართლმორწმუნე ჰალიფებმა განვლო...ჩვენთვის კი ყველაზე დიდი სახელმწიფო შენს თემად ყოფნა და იმის შემეცნებაა,თუ რაოდენ დიდი პატივია ეს ჩვენთვის.როცა ამიერ ცხოვრებას ემშვიდობებოდი,შენი ბოლო სიტყვა იყო,,ილარ რაფიყულ ეღლა".დიადო ალლაჰო!მუჰამმედ შუამავალის გვერდით დაგვიმკვიდრე სამარადისო სასუფეველი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев