აანთეთ რამპა და იქუხოს დარბაზმა, ყველამ თავიანთი მოირგოს როლები, სპექტაკლი იწყება გავიდეთ სცენაზე, ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები. ცრემლი და ღიმილი ერთურთს ენაცვლება, ხან ხარობს კეთილი ხან ზეობს სატანა... ვიღაცა ვიღაცას თამაშში აჯობებს, ვიღაცას არ ძალუძს თამაშის ატანა... უთქმელი ტკივილი ყელში მებჯინება დღეს ყველა ნათქვამი სიტყვები მწირია, სათქმელში ვიხრჩობი და მაინც ვერ ვამბობ ვერ ვამხელ სულში რა სევდებიც ტირიან. ხედვა გამიძნელდა ტანი მიმძიმდება, როლებს მორგებულებს ნიღბები დასცვივდათ, ვიღაცის ძლიერ ხელს სცენიდან გავყავარ, მივყვები, რადგან აქ დარჩენა არც მინდა. ...ბისებით მიხმობენ კულისებს გადაღმა ეს გასვლაც ჰგონიათ არტისტის ილეთი, გმადლობთ აღარ მინდა,უკვე დავიღალე, დღეს მე ამ სცენაზე ბოლოჯერ ვიდექი!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев