ირკუტსკი, 25 მარტი. (დეპეშით „პრავდას“ კორესპონდეტისაგან).
,,ვოსტოჩნო სიბირსკაია ,,პრავდას“ 24 მარტის ნომერში დაბეჭდილია ამხანაგი სტალინის პასუხი იმ წერილზე რომელიც მას გაუგზავნეს სოფელ ნოვაია უდას პიონერებმა და მოსწავლეებმა 6 იანვრის „პრავდამ“ სოფელ ნოვაია უდას (აღმოსავლეთ ციმბირის მხარე) კოლმეურნე ახალგაზრდობის სკოლის პიონერებს მოსწავლეებს ამხ. შახტანოვს, ბაიაუროვას, გეგენოვას, დანილოვს, დოროჟეევს.
ბოდიშს ვიხდი პასუხის დაგვიანებისათვის. ძალიან მასიამოვნა თქვენმა მისალმებამ. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს სწავლისა და საზოგადოებრივ მუშაობაში. იმედი მაქვს რომ, წარმატებით დაამთავრებთ სწავლას და გახდებით ენერგიული და მცოდნე მუშაკები, როგორიც საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის, მე, მოლოტოვი, ვოროშილოვი და კაგანოვიჩი გიგზავნით თქვენ მცირე საჩუქარს: რადიო აპარატს და პატეფონს ფირფიტებით. ვფიქრობ რომ ახლა, თქვენი რადიო ცენტრი წესრიგში იქნება მოყვანილი. სალამი მოლოტოვის, ვოროშილოვისა და კაგანოვიჩისაგან. გისურვებთ ყოველივე კარგს.
იოსებ სტალინი
იოსებ სტალინის თხზულებანი ტომი 14
1934 წლის 24 მარტი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев