– ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი სიტყვები მითხრა ჟიურიმ. როგორც მითხრეს, ინტერნეტსივრცეშიც აღარ არის ჩემზე აგრესია. ამ დღისთვის ვიბრძოდი ამდენი ხანი, რომ მაყურებელს დაენახა ნამდვილი ცირა.
– სოფო ნიჟარაძემ სიტყვა მოითხოვა, რომ შენთვის კომპლიმენტები ეთქვა…
– ველოდებოდი სოფოს შეფასებას, ეს მისი ჟანრია და მისი სიტყვები მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გამიხარდა, რომ კარგად შემაფასა.
– დღეს დაამსხვრე სტერეოტიპი „ფეიკ“ მომღერლის?
– რათქმაუნდა, თავისთავად მოხდა ყველაფერი. მეშინოდა რომ ამის საშუალება არ მომეცემოდა და პროექტს დავტოვებდი. საბედნიეროდ მოვახერხე და ჟიურის ხუთივე წევრს დავუმტკიცე, რომ თურმე რაღაც შემძლებია (იღიმება).
სოფო ნიჟარაძე:
– ფაქტია, რომ ცირას ეს ჟანრი ძალიან მოუხდა. სიტყვა მოვითხოვე იმიტომრომ, რომ ძალიან მიყვარს მიუზიკლი, ეს ჩემი ჟანრია, ჩემს გულთან ახლოს. გამიხარდა, რომ ცირამ ეს შეძლო, ყოფილიყო ბუნებრივი, თავისუფალი და ისეთი როგორიც რეალურად არის ცირა
.– დაამსსხვრია სტერეოტიპი „ფეიკ“ მომღერლის?
– ახლა ისეთ პოზიტიურ ტალღაზე ვარ, არ მინდა ძველი შეფასებები გავიხსენო. ის შეფასება ეკუთვნოდა კონკრეტულად იმ გამოსვლას და არა ზოგადად ცირას. დღესაც იმავე აზრზე ვარ რა აზრზეც ვიყავი მაშინ, მაგრამ ვიმეორებ, ის იყო კონკრეტულად იმ ნამღერის შეფასება. დღეს აბსოლიტურად სხვა იყო ცირა. დღეს არ მომინდა პოზიტივი მეპოვა მის სილამაზეში და აქცენტები მის შესრულებაზე გამეკეთებინა. ალბათ თვითონაც აინტერესებდა სკეპტიკურად განწყობილი ჟიურის წევრის შეფასება. თუმცა, მე არ ვარ ცირას მიმართ სკეპტიკურად განწყობილი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев