დანარჩენი 5 დღე ლიკამ ჩემთვის გადადო. სულ მამხიარულებდა, სასტუმროდან გავყავდი. ათას ადგილას მიმიყვანა, მოკლედ მთელი პარიზი მომატარა. გიორგიზე თითქმის არც ვფიქრობდი. თუმცა მაინც ვღელავდი, არ ჩანდა. მთელი 5 დღე არ გამოჩენილა. აეროპორტშიც, რომ არ მოვიდეს საქართველოში მარტო ხო არ დავბრუნდები? ეს ბიჭი შეიწირავს ჩემს ნერვებს. კიდევ კარგი ნიკა მაინც მყავს თორემ ამ ყველაფერზე ფიქრი მაინც გამაგიჟებდა.
ნიკამ სასტუმროში მომიყვანა
-დღეს ბოლო დღეა
-ასე ნუ ამბობ, ხომ იცი რომ 4 წელი აქ უნდა ისწავლო
-გამიჭირდება აქედან წასვლა, მაგრამ საქართველოც მართლა ძალიან მომენატრა
-ჰო, მეც ეგ მონატრება მკლავს. როგორ მინდა ხოლმე წუთით ჩემს ოჯახში აღმოვჩნდე, როგორ მომენატრა ჩემი სოფლის გზაც, ის დრო მენატრება პატარა რომ ვიყავი და ჩენი ძმაკაცებით მთელ სოფელს რო ავიკლებდით ხელში. კიდევ თინეიჯერობის წლები თბილისში, ათას გოგოს რომ დავსდევდი და ჩემს "პონტში" ვიყავი. თუმცა უკვე ამ ყველაფრისთვის დიდი ვარ-ორივეს გაგვეცინა.-ამ ზაფხულს ვერ ვახერხებ, მაგრამ ახალი სლისთვის აუცილებლად ჩამოვალ.
-მომენატრები!
-მეც-ჩავეხუტე ძალიან მაგრად-არ ამატირო-გამიღიმა
-კარგი, აბა წავედი. ნახვამდის-თვალი ჩამიკრა და მანქანიდან გადავედი. ოჰ რამდენი საქმე მაქვს რაა! ყველაფერი უნდა ჩავალაგო. კარადა გამოვაღე, აქ ხომ გიორგის ტანსაცმელებიცაა? მობრძაბებულიყო და წაეღო, ხელს არ ვახლებ. 2 საათიანი შრომის შემდეგ ჩემს დიდ 5 ჩანთაში ყველაფერი ჩავალაგე. რამდენი საჩუქარი მიმქონდა ჩემებისთვის. როგორ მომენატრნენ. აბაზანაში შევედი, ჯაკუზში დიდხანს ვინებივრე და დავწექი. დილით ადრეა ფრენა. 9 საათზე. რღაც ხმაურმა გამაღვიძა, თვალი გავახილე და გიორგი რომ დავინახე სიცილი ძლივს შევიკავე, თავის ჩანთაში ალაგებდა ნივთებს. გამომხედა კიდეც, მეც წამით შევხედე, არაფერი მითქვამს. გადავბრუნდი, ჯერ ადრე იყო მაგრამ რაღა დამაძინებდა. 1 საათში მორჩა თავის საქმეს. დივანზე ჩამოჯდა, მე ზურგით ვიწექი.
-ვიცი, რომ არ გძინავს. კარგად გაერთე ხომ ნიკასთან ერთად?-ავდექი და ხალათი მოვიცვი. მის პირდაპირ დავდექი.
-რას გულისხმობ?
-არაფერს, უბრალოდ გეკითხები. გაერთე იმ ვიღაც 2 დღის წინ გაცნობილ ტიფთან და მე საერთოდ არ გაგახსენდი ხომ?
-ის ორი დღის გაცნობილი ტიპი, შენ როგორც უწოდე ჩემი მეგობარია უკვე. კარგი ადამიანია. რთულ დღეებში ჩემს გვერდით იყო. მერე რა რომ ახლა გავიცანი, ყოველ დღე მასთან ერთად ვიყავი და ძალიან კარგად გავიცანი. ამ "ტიპს" ბევრად უფრო კარგად ვიცნობ ვიდრე ჩემს ქმარს, რომლის ოჯახის შესახებ არაფერი ვიცი-ეს ვიცი რო მწარე იქნებოდა გიორგისთვის, თუმცა უკვე ყელში ამომივიდა. არ ვიცი ჩემ დედამთილად წოდებული ქალი სადაა. ისიც არ მიყვება მასზე. ჩემი კლასლეი იყო 12 წლის განმავლობაში, თუმცა არ მომეცა საშუალება გამეცნო.
-ჰო მართალი ხარ, დედაჩემზე არაფერი იცი. ახლა ამის დრო არაა. გვაგვიანდება, ჩაიცვი. ჯერ ბარგს ჩავიტან. 10 წუთში ყველაფერი ძირს ჩაიტანა და მე ჩაცმა დავიწყე.
ახლა უკვე თვითმფრინავში ვართ. რამდენი საათი მომიწევს აქ ჯდომა ღმერთო ჩემო ! გიორგისაც არ ველაპრაკები და მოკლედ მოწყენილობით მოვკვდი. დაახლოებით ჩასხდომიდან 2 საათის შემდეგ მან მკითხა:
-გძულვარ?
-როგორ?
-როგორც გაიგე. პასუხი მაინტერესებს
-მისმინე, თვითონ გრძნობა სიძულვილი მძულს. არ მინდა ვინმე მძულდეს. თუმცა მოხდა ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევა, მოხდა და მორჩა. ის რაც შენ გამიკეთე, მითუმეტეს შევთანხმდით, რომ ეს ჩვენ შორის არ მოხდებოდა, უპატიებელი რამეა. მიჭირს გაპატიო, იმის ფონზე რომ არ მიყვარხარ.
-თუმცა შენ გამომიტყდი რომ რაღაც გრძნობა გაგიჩნდა ჩემს მიმართ
-სულ პატარა ნაპერწკალი იყო, რომელსაც გაღვივება სჭირდებოდა, მაგრამ შენ რა ქენი? პირიქით გააკეთე, ჩააქრე. ჩააქრე ისე, რომ სამუდამ არ აინთება. მე ხომ მხოლოდ დრო მჭირდებოდა.? მე ხომ ისტერიკები არ გამიმართავს ქორწილის შემდეგ? ჩვეულებრივად მიგიღე. ვცდილობდი შენს მიმართ ყვეალფრის მიუხედავად ლმობიერი ვყოფილიყავი, რადგან შენ რაღაც მხრივ მართალი ხარ, პირობა აუცილებლად უნდა შემისრულებინა. მე ხომ ეს ძალიან კარგად შევასრულე? გულის კარიც გაგიღე. ნეტავ რისი ბრალი იყო ჩვენი ასეთი დაახლოება? იმის, რომ მე მოვინდომე. შენგან კი რა მივიღე? სასტიკი მოპყრობა. ამის შემდეგ რა აზრის უნდა ვიყო? უნდა მიყვარდე?
-ფუ ამის.. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, ვიცი!!! მაგრამ ჩემს გრძნობას რა ვუყო? როგორ გავძლო შენს გარეშე? შენი ღიმილის გარეშე?
-ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა
-მთვრალი ვერ ვფქირობ ხოლმე
-რომც შეგირიგდე, რამდენჯერაც დალევ იმდენჯერ სისულელე უნდა ჩაიდინო?
-გეფიცები აღარ დავლევ
-არ მჯერა
-უნდა დამიჯერო-პასუხი აღარ გავეცი. შემდეგ ხმა არ ამოგვიღია. საშინლად გაიწელა ეს დრო. როგორც იქნა დავეშვით, გული ამიჩქარდა, ჩემებს ვნახავდი. აეროპორტში ეგრევე მოვკარი თვალი მათ. ეგრევე წავედი, პირველად ანის ჩავეხუტე, მერე დანარჩენებს... სანდროც აქ იყო.. ვაა! ანისთან ბევრი სალაპარაკო მექნება
-გიორგი სადაა?-იკითხა დემეტრემ
-ბარგის მოსატანადაა წასული ეტყობა
-კარგი, მე წავალ დავეხმარები-თქვა სანდრომ. გული ვერ ვიჯერე მათთან ჩახუტებით. ჩემი მშობლები, ანი, მისი მშობლები, და ნინა დეიდა, ჩემი აღმზრდელი. ეს რამდენიმე ადამიანია, რომელთაც გარეშე სიცოცხლე უბრალოდ არ მიღირს. ! დემეტრე, გიორგის მამაც აქ იყო, თუმცა ჯერ ამ კაცს კარგად არ ვიცნობ. გიორგი და სანდროც გამოჩნდნენ , ჩანთებით დატვირთულნი. ყიფიანმა ისე უღიმღამოდ გადაკოცნა ყველა, ამან ძალიან გამაღიზიანა.
-დათო ბიძია, ნანა დეიდა. აი ძალიან ძალიან დიდი მადლობა-ვუთხარი მათ და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე. თქვენ შესანიშნავი ორი კვირა მაჩუქეთ, რასაც ვერასდროს დავივიწყებ. ასევე პარიზში ცხოვრებისას ნიკა ნანავა გავიცანი, შესანიშნავი ადამიანი და მეგობარი ! -გიორგის გასაღიზიანებლად ვთქვი, არა როგორი უჟმური სახით იყურება.
-მიხარია თუ შენი გაბედნიერება შევძელით-მითხრა ნანამ
-დღეს დაღლილები ხართ დაისვენეთ, ხვალ კი რესტორანს დავჯავშნი და ყველა ერთად ვივახშმოთ.-თქვა მამამ
-კარგი აზრია-დაეთანხმნენ სხვებიც. სახლში მოვედით, გზაში ზმა არ ამოგვიღია, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ჩანთების ზემოთ ატანა დაიწყო. არა რაა, უნდა ვაღიარო, მაინც მომენატრა ეს სახლი. აი როცა გიორგი ორ ჩანთას ერთდროულად დასწვდა ასაღებად, საკმაოდ უხეში ხმით გამოვცერი:
-არ გთხოვ ჩემებზე ჭკუა გეკეტებოდეს, მაგრამ მაგათთან ეგეთი სახით, გამომეტყველებით, ქცევით აღარ დაგინახო!-ჩემს ხმას მე ვერ ვცნობდი. გიორგი ერთ ადგილას გაიყინა-იცი გაყრაზე ყოველ ღამე ვფიქრობ და ვოცნებობ, მაგრამ მეშინია ჩემებს და მამაშენს გული არ გაუსკდეთ. იმიტომ ვიკავებ თავს. სექმეტმებრში საფრანგეთში წავალ და იქ გავარძელებ სწავლას. 4 წელი ვერ მნახავ და ამ დროის განმავლობაში იქნებ იპოვო ვინმე ვინც მართლა შეგიყვარდება! გულწრფელად!
-მოიცა, მოიცა. რა თემიდან რაზე გადახვედი?
-არ მინდა შენთან ხშირად მქონდეს კონტაქტი, რაც მქონდა სათქმელი ყვეალფერი გითხარი, უკლებლივ!
-პირველად რაც თქვი იმაში მართალი ხარ! შემეძლო ცოტა თბილი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მათდამი გულგრილად ვარ განწყობილი. ანი დასავით მიყვარს. მის და შენს ოჯახს პატივს ვცემ, ამაში ეჭვი არასდროს შეგეპაროს. რაც შეეხება საფრანგეთს, სულ გადაგიყვანა იმ ტიპმა თავის ჭკუაზე? მე თუ მაგ დროისთვის ფეხზე ვიდგები და რამე არ შემემთხვა, დამიჯერე ფეხს ვერ გადადგამ, უჩემოდ. ჩემთან ერთად პრობლემა არაა, წავალთ და ერთად ვისწავლით. ანისაც წავიყვანთ. არ მჭირდება გეწებებოდეს ვიღაც 2 კვირის წინ გაცნობილი ტიპი, რაც არ უნდა მეგობარი ეძახო. გასაგებია?
-შენ ცოტა ხმას დაუწიე, ტონი შეარჩიე და იცოდე ვის როგორ ელაპარაკო. შენ ჭკუაზე არ გავივლი! არასდროს! -პასუხს არ დავლოდებივარ, მძიმედ ავიარე კიბეები და ჩემს ოთახში შევედი. ოხ როგორ გამაბრაზა?! იდიოტი! ამას არ ვაპატიებ. ჩანთები გავხსენი და ყველაფერი დავალაგე. მთელი დღით გადატვირთულს აბაზანა მიშველიდა. დიდხანს ვინებივრე და გამოვედი. ქვემოთ არ ჩავალ. არ მინდა, არ დავენახვები. საერთოდ შევეცდები როცა ის სახლში იქნება სადმე წავიდე. თავი მოვიწესრიგე და წამოვწექი. გადაღლილს ჩამეძინა. ისე ტკბილად მეძინა ჩემს საწოლში. საღამოს 8 იყო რომ გამეღვიძა, ქვემოთ ჩავედი. გიორგი არსად ჩანდა. კუჭმა შემაწუხა, ნუ რა თქმა უნდა ახლა აღარაფერი გვქონდა სახლში, ამიტომ პიცერიაში დავრეკე და პიცა შევუკვეთე. არ დაუგვიანებიათ. 15 წუთში მოიტანეს. ამ დროს კიბეებზე ნაბიჯების ხმაც გავიგონე, ჩამობრძანდა ვაჟბატონი.
-ეე, რა მაგარი გოგო ხარ. ეხლა ზუსტად პიცერიაში მიმყავდი
-დამიჯერე არავინ წამოგყვებოდა-თეფშები მოვიტანე, ორი ნაჭერი ჩემთვის გადმოვიღე, ლეპტოპს ხელი დავავლე და ჩემს ოთახში ავედი. თავიდან კი ვიგრძენი თავი კარგად, მაგრამ მერე ვინანე. 1 საათის შემდეგ ჩამოვედი და პიცა როგორც დავტოვე ისე დამხვდა, გიორგი კი არსად ჩანდა, ეტყობა წავიდა. მართლა ვინანე. თუმცა ღირსია! რას მიშლიდა ნერვებს. თუ არ წავალ საფრანგეთში შორიდან მიყუროს. დეგენერატი! თეფში გავრეცხე და თავის ადგილას მოვათავსე. სად წავიდე ახლა? რა ვქნა? ერ არც მეძინება და კარგა ხანი არ დამეძინება. რაღაც რომანტიული ფილმი ჩავრთე, ოხ, ეს რომანტიკა! ეს სიყვარული! ადამიანს ყევალფერიბინალურად გეჩვენება თუ არ გამოცადე. ამ ფილმმაც მომაბეზრა თავი, ვერ მივხვდი როდის დამეძინა. აჰა სასწაული! დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე, ასე მხოლოდ ჩემს ბავშვობაში ხდებოდა. დივანზე ჩამეძინებოდა და სასწაულებრივი ძალით ჩემს ოთახში ვიღვიძებდი. მადლობა გიორგი ყიფიანს! ბავშვობაში დამაბრუნა! თუმცა არავის უთხოვია. კიდევ ხო უნდა ვეჩხუბო ახლა? კიბეები გაბრზებულმა ჩავირბინე
-მე შენ ხომ გითხარი რ შემეხო -თქო?
-უაკცრავად, რაა?-ისე რომ დავფიქრდი რა სისულელეზე დავიწყე ყვირილი
-მგონი ცუდი არაფერი ამიკეთებია, შენს ოთახში აგიყვანე
-არ მითხოვია
-თავი ვალდებულად ჩავთვალე. მე რა თხოვნა მჭირდება ეხლა საუზმეეს რომ გაიმზადებ, მეც რომ უნდა გამიმზადო?
-თხოვნა კი არა ხვეწნა! არ ვსაუზმობ აქ. აიღე შენი საკრედიტო ბარათი და ჩემი დამიბრუნე-ოთახში აირბინა და უკან წამებში დაბრუნდა
-აჰა, არცერთი თეთრი არ დამიხარჯავს!
-იგივე შემიძლია გითხრა მეც. ქუჩაში გეძინა?
-არა ანეტასთან! -თვალები ლამის გადმომცვივდა, რაა?? იმ საზიზღარ გოგოსთან გაატარა მთელი კვირა? -ჰო რა მოხდა? შენ გაიჩინე კარგი მეგობარი და მეც
-ჰო რავიცი ჩემი საქმე არაა რაც გინდა ის ქენი
-კარგი ნუ მიიღე ეგეთი სახე-გადაიხარხარა-სასტუმროს რომ ვეძებდი ჩემი მეგობარი შემხვდა სულ შემთხვევით. იმასთან ვიყავი. შენც ფულს როგორ სახარჯავდი, ალბათ ის ნიკაც გააკოტრე
-მორჩი? შენ მაგის გაკოტრება მერე ნახე, პარიზში რომ მაგასთან ვიცხოვრებ!-ახლა ჩემი დროა!
-სად იცხოვრებ?-ყავას სვამდა და გადასცდა
-ნიკასთან, პრობელმა გაქვს რამე?
-შენ მე ნუ გამაგიჟებ!-პირდაპირ ჩემს წინ აესვეტა და თვალებში ჩამხედა-დაივიწყე ეგ ბიჭი!
-აუ მისმინე! მე მინდა დავივიწყებ, მინდა საერთოდ არ დაველაპარაკები, თუ მინდა პარიზში საერთოდ ფეხს არ გავადგამ და საქართველოში დავრჩები! ეგ შენ არ გეხება. როდის უნდა შეიგნო?
-და მამაშენს რას ეუბნები? პარიზში სასწავლებლად მივდივარ ვიღაც ნიკასთან საცხოვრებლად და გიორგის აქ ვტოვებო?!
-ჰო დაახლოებით
-გაგიშვებენ ეგრევე რაა?!-გადაიხარხარა, ბოროტი!
-წავედი მე
-სად მიდიხარ?
-საყვარელთან
-რა გოგო??
-ოო რა იდიოტი ხარ! ანისთან მივდივარ. კიდევ ეგ მაცივარი ცარიელი რომაა პროდუქტები უნდა ვიყიდო. საღამოს კაბისთვის კაბაც უნდა შევარჩიო.
-და რამდენი კაბა გაქვს გარდერობში საერთოდ რომ არ გცმია
-აუ შენ ვინ ხარ საერთოდ? არავინ გეკითხება-ხელში ჩემი საკრედიტო ბარათი ეშმაკურად ავათამაშე, გიორგიმ თავისი მაგიდაზე დადო, წამებში მივედი და გავცალე. -ბევრს რომ ტლიკინებ შენ, რაც პარიზში არ დამიხარჯავს ამ ბარათით, ეხლა გავანახევრებ. ღირსი ხარ!
-სულ გაანულე თუ გინდა. დემეტრე და მისი ჯანი!-კვლავ გაიცინა
-უი კაბაზე გამახსენდა!-ჩემს ოთახში ავედი, კარადა გამოვაღე და ანისთვის ნაყიდი ლურჯი კაბა მოვძებნე, ძალიან ფრთხილად შანელის პარკში მოვათავსე და ქვემოთ ჩავედი
-ის ლურჯი კაბა უნდა აჩუქო?-უცებ მიმიხვდა
-ჰო
-დღეს ჩაიცვას აუცილებლად. სანდროც იქნება-პასუხი აღარ დამიბრუნებია, ავტოფარეხიდან მანქანა გამოვაყენე და პირდაპირ ჰიპერმარკეტისკენ წავედი. ყევალფერი შევიძინე, მანქანაში ძლივს ჩავატიე და ეს ყველაფერი მაცივარში როგორ უნდა ჩავატიო არ ვიცი. ანის დავურეკე.
-ან, როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-მეც. გოგო დღეს საღამოსთვის კაბის არჩევა მინდა და წამომყევი რაა. ჩვენს კაფეში დაგელოდები.
-უი, ჰო. მეც შევარჩევ რამეს. 1 საათში მანდ ვიქნები.
-აუ ცოტა უფრო ადრე რაა. მე 20 წუთში იქ ვიქნები.
-კარგი, კარგი-მართლაც არ დაუგვიანებია ბევრი, სანამ მე ფორთოხლის წვენს ვწრუპავდი სიც მოვიდა. მანამდე ვფიქრობდი ანისთვის მეთქვა თუ არა ის რაც პარიზში ჩემსა და გიორგის შორის მოხდა. თუ სამუდამოდ ჩავკლა ეს საიდუმლო ჩვენ ორს შორის? ტუმცა რაღაცას ხომ იეჭვებს რომ დაგვინახავს ასე ცივად ველაპარაკები. მოვიდა და გადამკოცნა
-დიდი ხანია მელოდები?
-არა
-აბა, დავრჩით მარტო. მითხარი ყვეალფერი რაც მოხდა პარიზში
-ნიკა გავიცანი
-რა ნიკა გოგო? ვინაა ეგ საერთოდ? გიორგიზე ვგულისხმობ
-აა შენმა ძმააცმა ივაჟკაცა-ძალიან სედაპირულად მოვუყევი, ისიც ვახსენე პირველ კვირას რა ბედნიერები ვიყავით. მერე ნიკაზე მოვუყევი.
-არ მჯერა, რომ გიორგიმ ეგ გააკეთა
-ვერც მე წარმოვიდგენდი. ცოტაც და შემიყვარდებოდა ისე კარგად ვიყავით. ყველაფერი გააფუჭა. იცი როგორ მძულს? გეფიცები რომ მოკვდეს გამიხარდება
-ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ>
-არანაირი. ბოდიშებს მიხდის, ლამისაა დამიჩოქოს და ისე მომიბოდიშოს, მის თვალებს ამ დროს რომ ვუყურებ ვხვდები როგორი გულწრფელია, თუმცა ეს რას ცვლის? როგორიც არ უნდა მიხადოს ბოდიშები გაფუჭებულ საქმეს ვერ უშველის.
-იქნებ აპატიო და ერთი შანსი მისცე..
-არ მიღირს! არა ანი, ვერანაირად ვერ ვაპატიებ
-არ ვიცი რა გითხრა, არადა გიორგის იმედი ბოლომდე მქონდა. ვიცოდი თქვენი ურთიერთობა პარიზში დათბებოდა, მჯეროდა ამის, თურმე ტყუილად.!
-ვცდილობ დავივიწყო. გაყრა მინდა, თუმცა ამ ეტაპზე არა. 1 წელი მაინც გავიდეს ჩვენი თანაცხოვრებიდან, მშობლებს გული გაუსკდებათ ახლა რომ გიორგის გაყრა მოვთხოვო. მითუმეტეს იციან სიყვარულით დავქორწინდით.
-იქნებ რა შეიცვალოს ამ 1 წელში?
-არაფერი შეიცვლება, დამიჯერე. კარგი წავიდეთ მაღაზიებში?
-ჰო წავიდეთ. აუ რა აარჩევს ახლა კაბას რაა
-დამიჯერე არ დაგჭირდება
-რაა?
-წამოდი მანქანაში-ფული გადავიხადე, მანქანაში ჩავჯექით და კაბა ფრთხილად ამოვიღე. ძალიან ნაზი ნაჭერია..
-რა ლამაზია ნინი
-შენია
-მართლა?
-პარიზში გიყიდე და ეს სუნამო კიდე-მისი სუნი შეამოწმა
-ვაიმე ნინი ძალიან დიდი მადლობა-ჩამეხუტა-რა კარგი სურნელი აქვს, ამას როგორ დავისხამ. საცოდაობაა-გამეცინა
-ყველას ვუყიდე ასეთები. ქალებს სუნამოები, კაცებს მაჯის საათები, სულ ორიგინალები.
-მაგარი ხარ რაა! დედაჩემი ფრანგულის სუნამოებზე ჭედავს, ძალიან გაუხარდება.
-კარგი წავიდეთ, სანდროსთან რა ხდება?
-რავი მიყვარს-ისეთი სერიოზული სახით მითხრა, ისე ბუნებრივად გადავიკისკისე
-რა სახით იძახი მერე?
-ეგ დიდი ხნის მოვლენაა უკვე და შევეჩვიე-გამიცინა
-გამოუტყდი?
-ვუტყდები ნელ-ნელა. ბათუმში უბრალოდ ისე ტრიალებდა ჩემს გვერდით, ისეთი თბილი იყო არ შეიძლებოდა შემყვარებოდა. თან გარეგნობა აქვს ისეთი?!
-როგორც იქნაა !! მიხვდაა.. ისე ჩემი სულელი ანი ხარ, როდის უნდა დაჭკვინდე?
-ალბათ შვილიშვილები რომ მეყოლება
-უფ, შენი და სანდროს შვილები წარმომიდგენია რა ლამაზე იქნებიან
-იმედია შენი და გიორგის შვილებსაც მოვესწრები!-ეს ჩუმად თქვა მაგრამ გავიგონე
-გამოგიქანე ეხლა ეგ სუნამო თავში!ორივემ გავიცინეთ. გზაში კიდე ბევრი ვიჭორავეთ, ამასობაში მაღაზიასაც მივადექით, არ მქონდა ბევრი ბოდიალის თავი. ძალიან მალე ავარჩიე კრემისფერი, სადა და ძალიან ლამაზი მუხლს ზემოთ კაბა, ამავე ფერის ფეხაცმელი, ვახშამი იყო მეტი ხომ არაფერი/ ანი სახლამდე მივაცილე და მეც "ჩვენ ბუდეში" დავბრუნდი, გიორგი სახლში არ იყო. მარტო მომიწია ამდენი რაღაცის შეზიდვა, ნუ როგორც იქნა შემოვიტანე და ყველფერს თავისი ადგილი მოვუძებნე. ძალიან დავიღალე, ოთახში ასვლის თავი არ მქონდა, არ ვიცი რისი იმედით თუმცა კიდევ დივანზე დავიძინე!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5