ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. დღეს ჩვენი თანაცხოვრებიდან 1 კვირა გავიდა. ნელ-ნელა ვეგუებით ერთმანეთშ. სხვა რა გზაა? ვცდილობ გიორგის მიმართ ცოტა მაინც თბილი გავხდე. ისიც ყვეალფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. იცით? იმდენად აღარ მძულს. ვაფასებ კიდეც. ვფიქრობდი, რომ ქორწილის შემდეგ ოთახში ჩავიკეტებოდი და მთელი დღე ვიტრიებდი, თუმცა მივხვდი, რა აზრი აქვს? მაინც ვერაფერს შევცვლი. იცით? ჩემი გულის კარიც გავაღე, შემოვა თუ არა გიორგი, ეს სულ სხვა საკითხია, ბედის გადასაწყვეტია. სხვადასხვა ოთახებში გვძინავს, ეს ოთახები გვერდიგვერდაა. სახლი კი არა ნამდვილი სასახლეა. დათვლა შემეზარა იმდენი ოთახია., ყველანაირად კეთილმოწყობილი. ყოჩათ დემეტრე ბიძიას. სახლიდან ჩემი აუცილებელი ნივთები წამოვიღე მხოლოდ. ტანსაცმლისთვის ხელი არ მიხლია, როგორც გავარკვიე, გიორგის მამიდას, ნინოს ჩემს სამოსზე უზრუნია და ყველაფერი ერთ დიდ ოთახში დაულაგებიათ., სადაც უზარმაზარი კარადა იყო. ამ ოთახის კარი პირდაპირ ჩემსას უერთდებოდა. ეს საძინებელი ცოლ-ქმარზე იყო გათვლილი, თუმცა გიორგიმ დამითმო. როცა კარადას ვათვალიერებდი, მეორე განყოფილებაში მამაკაცის უამრავი ტანსაცმელი შევამჩნიე. ოო, გიორგისთან ამ ოთახის გაყოფა მომიწევს. დილით ჩემზე ბევრად ადრე დგებოდა, კარზე დააკაკუნებდა, ბოდიშს მოიხდიდა და იმ ოთახში გადიოდა ტანსაცმლის ასაღებად. უხერხული სიტუაცია იქმნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე გიორგის გიორგის ტანსაცმელებს ხელი მოვკიდო და მის ოთახში გადავიტანო. ანის დავურეკე მომეხმარე-თქო, ისიც ჩემთან გაჩნდა. პირველად იყო ამ სახლში.
-აუუ, რა მაგარი სახლია ნიინ, ძალიან მომეწონა
-ჰო, მეც მომწონს. უნდა ნახო რამდენი ოთახია, დაიკარგები მართლა.
-აქ თუ დავიკარგები მოჟნა-თქვა და გამიცინა
-მოვა მერე და სანდრო გიპოვის-მაზე გაწითლდა.
-რას იძახი ხოლმე ნინი რაა? ნუ სულელობ
-აბა მითხარი, შენც მოგეწონა?
-არა, თავიდან არა. არ მომხვედრია თვალში როგორც განსაკუთრებული ბიჭი. ბანკეტზე დამღალა კიდეც, ისე დამსდევდა კუდში. მის მერე შეიცვალა, მეც ცოტა დავათბე ურთიერთობა. მითხრა კიდეც მიყვარხარო, თუმცა მე ჯერ მაგ დონეზე არ მიყვარს, უბრალოდ მომწონს. ძალიან კარგი ადამიანია. ვუთხარი დრო მჭირდება-მეთქი. პასუხს მერე გეტყვი-თქო, მთელი ცხოვრება დაგელოდებიო.
-ვაიმე, რა საყვარელია. არ გაუშვა ეგ ბიჭი ხელიდან შენი იდიოტური თავის დაფასების გამო. მართლა უყვარხარ, მჯერა მისი.
-თქვენ როგორ შეეწყვეთ ერთმანეთს?
-კარგად ვართ, ვმეგობრობთ-ამაზე სიცილი აუტყდა, არც მიკვირს.
-რა მეგობრობთ გოგო გიჟი ხარ? მალე შეიყვარე ჩემი გიორგი იცოდე ! გაფრთხილებ ! მე კი არა შენ არ დაიწყო თავის დაფასებები.
-კაი ვიზამთ რამეს. წამოდი ახლა და მომეხმარე, რამდენს ტლიკინებ.-გამეცინა. მინდოდა სერიოზული სახე მიმეღო, თუმცა არ გამომივიდა.
-ეე, ეს ნახე-დივანიდან ბალიში აიღო და გამომიქანა.
-ამცდა ! არ დაიწყო ახლა ბალიშებით ომი. ჩვენ რომ ვჩხუბობდით მაშინ ნინა დეიდა ალაგებდა აქ კი ჩემი დასალაგებია.
-ჰაჰ, ოჯახის ქალი-გადაიკისკისა
-ნუ დამცინი შენ. რომ გაყვები სანდრიკას ცოლად მაშინ დაგცინებ მეც.
-ოო, ნუ ხარ დამპალი !
-წამო, წამო. -ავათრიე მეორე სართულზე, აქაც ყბა ჩამოუვარდა. ყველაფერი ძალიან მოეწონა.
-ესეიგი, მისმინე ახლა შენ! -დავიწყე ბრძანებების გაცემა-შენ ოთახში შემომიტან ტანსაცმელს და მე კარადაში ლამაზად დავალაგებ.
-ოო, მე ამდენი უნდა ვიარო? პირიქით იყოს.
-დაიკლებ ცოტას არაფერი გიჭირს, მიდი მიდი !-წუწუნით წავიდა. 2 საათში ყვეალფერი დავალაგეთ.
-აუუფ, დავიღალე. -დაესვენა მდივანზე.
-მეც ! გვერდით მივუჯექი.
-გოგო, გიორგი სადაა?
-დილით წავიდა ძმაკაცს უნდა შევხდეო. 1 კვირაა არ უნახავს არცერთი და მოენატრა ბიჭს.
-მერე ამდენი ხანი მარტო უნდა დაგტოვოს?
-რომ არის აქ ხომ მიკეთებს რამეს. დალაგებულ სახლს მირევს, ნერვებს მიშლის ხოლმე-გამეცინა
-მეჩვენება თუ ცოტა თბილად ლაპარაკობ გიორგიზე?
-არ გეჩვენება. მინდა ცოტა უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს, მომავალში რა იქნება უკვე სხვა საქმეა.
-ყვეალფერი კარგად იქნება-ჩამეხუტა. ამ დროს გიორგიმას მოგვისწრო.
-ვა, ანი როგორ ხარ?-გადაკოცნა. მე თავზე მაკოცა. პირდაპირ სამზარეულოში შევიდა. რაღაც გემრიელები ჰქონდა ნაყიდი, როგორც გავარკვიე.
-კარგად, გიო შენ?-ისე მეჩვენება თუ ესენი ძაან დაახლოვდნენ ამ ბოლო დროს? კარგია მიხარია.
-არამიშავს. რაღაცეები მოვიტანე, ფილმი ავარჩიოთ და ვუყუროთ.
-მე ავარჩევს-წამოიძახა ანიმ. ეს საღამო კარგად გავატარეთ. ვიცინოდით, რაღაცეებს ვიხსენებდით ბავშვობაზე. ანი გვიანობამდე დარჩა, დრო ისე გაფრინდა ვერც კი შევამჩნიეთ. ვეხვეწეთ დარჩი-თქო მაგრამ არაფრით არ დარჩა.
-გვიანია ანი, მე წაგიყვან-უთხრა გიორგიმ
-არა, ნუ შეწუხდები. ტაქსს გამოვიძახებ
-მართლა წაგიყვან
-ჰო ანი არ მოგვტაცონ შენი თავი-გამეცინა
-წავედით-იკითხა გიომ
-კარგი-ანიც დაგვნებდა, გავაცილე დაკარები დავკეტე.
(გიო)
მე და ანი ჩუმად ვმგზავრობდით. ბოლოს მე დავარღვიე ეს საშინელი სიჩუმე.
-ანი, იცი როგორ მიყვარს?
-ვიცი გიო, ვიცი. მე თავიდანვე მაგას, რაც კაფეში დამელაპარაკე.
-მგონი ისიც აღარ მექცევა ისე ცივად.
-სხვა გზა არც აქვს. ტირილით ვერაფერს შეცვლის. ჯობია სცადოსს.. მეც სულ მაგას ვეუბნები, რომ მოგცეს შანსი. ხედა, კეთილგანწყობილია შენს მიმართ, ჭკუას თუ გაომიჩენ და ნორმალურად მოიქცევი, რა იცი იქნებ შეუყვარდე? პარიზში წადით, დანამ ბილეთებს ვადა არ გაუვა. იქ კი, იმ სიყვარულის ქალაქში-ამოიოხრა-ახალი თავგადასავლები გელოდებათ. პარიზი შენი შანსია, დამიჯერე.
-ჰო მართალი ხარ. როგორ ამოიოხრე შენი ოცნებაცაა პარიზი?
-მე და ნინი ბავშვობიდანვე მაგაზე ვოცნებობდით
-ვაა, სანდროსთან სალაპარაკო მაქვს-გავიცინე, იხვდა რაც ვიგულისხმე
-ოო ერთი ეგ სანდროც რაა
-არ თქვა ეხლა არ მომწონსო
-კარგი ბიჭია, არაუშავს
-არაუშავს?-თვალები ლამის გადმომიცვივდა-რას უწუნებ გამაგებინე
-რავიცი, ჩემი დასაწუნი მგონი არაფერი უჭირს
-ნუ აწვალებ რაა. მოკვდა მაგაზე ნერვიულობით. როგორ ვცდილობ თავო მოვაწონო და არაფერი გამომდისო. -გადაიკისკისა-კარგი რაა? რა გაცინებს? -მეც ამიტყდა სიცილი-ასე დაშტერებული სიყვარულისგან ეგ მე პირველად ვნახე. რამდენი გოგო ჰყავდა იცი? რო დავიწყო თვლა დავიღლები, თუმცა პირველად შეუყვარდა-გაჩუმდა. ალბათ არ იცოდა რა ეთქვა. ამასობაში მის სახლსაც მივადექიღ.
-კარგად გიო, მადლობა
-არაფერს-სახლში მივედი, საშინლად მეძინებოდა უკვე. ნინის კარი ჩაუკეტავს, ჩემი გასაღები ამოვიღე და კლიტეს მოვარგე. ტელევიზორის ხმა ისმოდა. მისაღებში გავედი, დივანზე ჩაძინებოდა ნინის. აღა გავაღვიძე, ხელში ავიყვანე და კიბეებს ავუყევი. რა ლამაზი იყო ! მე ვამაყობ, რომ მას ჩემი ცოლი ჰქვია. ვიცი როგორ დავტანჯე, ვიცი როგორ და რამდენჯერ ვატკინე გული, თუმცა არაფერს ვნანობ. ვიცი, მჯერა რომ ჩვენ ორი, დიდ ოჯახს შევქმნით. ვიცი, მომავალში ბედნიერები ვიქნებით. დაწოლზე დავაწვინე და ზეწარი ფრთხილად გადავაფარე. უხმაუროდ გავედი ჩემს ოთახში და დავიძინე.
(ნინი)
ჩემს ოთახში გავიღვიძე, გამიკვირდა, არადა მახსოვს დივანზე ჩამეძინა. ალბათ გიორგიმ ამომიყვანა. ასე ბავშვობაში მემართებოდა ხოლმე, დივანზე ჩამეძინებოდა ხოლმე და დილას სასწაულებრივი ძალით ჩემს ოთახში ვიღვიძებდი. წამოვიზლაზნე, აბაზანაში შევედი. 2 საათიანი ნებივრობის შემდეგ კი გამოსვლა ვიკადრე, თეთრი მაისური, მოკლე შორტი და თეთრი კედები ჩავიცვი. თმა გავიშრე და დავისწორე. ქვემოთ ჩავედი, სამზარეულოდან მადისმძღვრელი სუნი გამოდიოდა.
-გიორგი, შენ მზარეულობ?-სიცილი დავიწყე
-პირველად ცხოვრებაში. შენთვის მოვინდომე, თან ძალიან მშიოდა, შენ ადგომა არ იკადრე.
-ეს ნახე რაა? რაას მელოდებოდი მერე?-ვითომ მეწყინა. ისეთი სახე მივიღე
-ბოდიში, გეწყინა?
-არა სულელო-თმა ავუჩეჩე-რაში დაგეხმარო?
-თეფშებს თუ დააწყობ. სხვა არაფერი, მალე იქნება.
-კარგი-თეფშები, ჩანგლები ჭიქები დავაწყვე. მაცივრიდან ცივი წვენი გამოვიღე.ნახევარი საათის შემდეგ კი გიორგი შევაქე:
-პირველ ცდაზე შესანიშნავად შეწვი კარტოფილი, მეორე ან საერთოდ მეათე ცდაზე რაღას იზამ/? არ მოგაშორებ სამზარეულოს-გავიცინე
-პარიზში არ წავიდეთ?-უცებ სრულიად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, მეც ახლა გამახენდა, რომ ბილეთებს მალე ვადა გაუვიდოდა, თუ არ გამოვიყენებდით.
-უი პარიზი, ეგ ვის გაახსენდა?
-წავიდეთ ?
-რა თქმა უნდა. მოიცა ვადას ვნახავ ბილეთებზე-ჩემს ოთახში ავირბინე. კიდევ 5 დღე გვქონდა.
-გიორგი, 5 დღე დაგვრჩა
-მგონი გვეყოფა
-კარგი სამზარეულო მივალაგოთ და ანს დავურეკავ, საყიდლებზე წავალთ.
-კარგი-ყვეალფერი მივალაგეთ და 1 საათში უკვე ანის შევხვდი. რამდენ მაღაზიაში ვიყავით და რამდენი რამ ვიყიდეთ. ტანსაცმლიდან საწყებული, წვრილმანებით დამთავრებული. სახლში დაღლილი მივედი, თითქმის 6 საათიანი შოპინგის შემდეგ. ყველაფერი ჩემი მანქანიდა გადმოვზიდეთ. ანი ღარ დარჩა ჩემთან, დაღლილი ვარო და სახლში წავიდა. იმდენი რამ იყო, მარტო მე მეზარებოდა ოთახში ატანა. გიორგის ვთხოვდი და ის აიტანდა. ოთახში ავედი, ვიფიქრე ცოტას დავიძინებ-თქო, გიოს ოთახიდან ხმაური მომესმა.
-გიორგი, რას აკეთებ?-შევედი მის ოთახში
-მარტო შენ კი არ იყავი საშოპინგოდ. მეც წავედი და რაც ვიყიდე ყველაფერი ამოვიტანე.
-შენ ახლა ჩემი რაღაცეების ამოზიდვაც არ დაგეზარევა ხომ?-საწწყალი თვალები მივანათე, იმოქმედა.
-კარგი, სად არის?
-მისღებშია ყველაფერი, მადლობა-ლოყაზე ვაკოცე. ამან ნამდვილად გააკვირვა. თავზე მაკოცა და ქვემოთ ჩავიდა. მე ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე დავისვენე. მაშინვე ჩამეძინა.
ამ რამდენიმე დღემ თვალის დახამხამებაში გაირბინა. ხვალ უკვე პარიზში მივფრინავ. ყვეალფერი 5 ჩანთაში ჩავატიე.
ემოციური გაცილება მოგვიწყვეს. თვითმფრინავში სულ ჩემ საყვარელ ადამიანებზე ვფიქრობდი. 2 კვირა მათ გარეშე უნდა გავძლო. დადგა ის სანატრელი მომენტი, როცა მე პარიზის მიწაზე ფეხი დავადგი. ჩემი ოცნება ახდა. ტრიუმფალური თაღიც გამოჩნდა.
-გიორგი, მიჩქმიტე რაა, ხომ სინამდვილეა?
-კი, ყველაფერი ნამდვილია-ხელი გადამხვია. ტაქსი გავაჩერეთ და დაჯავშნილი სასტუმროსკენ წავედით. იქ უკვე გველოდებოდნენ. ნომერში ავედით, მოსამსახურე პერსონალმა ჩანთები ამოზიდა.
-1 ოთახი?-დავიწუწუნე
-ვიკითხავ, მეორეც თუ არი ცარიელი დავჟავშნი
-კარგი-გიორგი 15 წუთში დაბრუნდა. მანამდე კი ოთახი დავათვალიერე, ძალიან მომეწონა. გიომ შემოაღო თუ არა კარი, მაშIნვე ვკითხე
-არის ხომ თავისუფალი ოთახი?
-არა, სამწუხაროდ
-არაა?-მოვიღუშე
-ჰო, ყველა დაჯავშნილია უკვე, საკმაოდ ცნობილი სასტუმროა, ყველა აქ მოდის. -ხმა აღარ ამომიღია. დივანზე ჩამოჯდა-აქ დავიძინებ
-დივანზე?
-ჰო, 2 კვირა გავძლებ როგორმე-გამიღიმა
-მართლა?
-კი
-კარგი, ნივთებს დავალაგებ მე.
-როგორც გინდა-,ე ვალაგებდი, ზოგჯერ ისიც მეხმარებოდა. როგორც იქნა ყველაფერ მოვრჩით.
-ქვემოთ კაფეში ვივახშმოთ-შემომთავაზა გიომ
-კარგი, გამოვიცვლი და ჩამოვალ -თავი დამიქნია და ქვემოთ ჩავიდა. შავი, მოკლე, ერთიანი კაბა ჩავიცვი, თეთრი მაღალქუსლიანები, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და თმა გავიშალე. მორჩა ! მზად ვარ. ქვემოთ ნელი ნაბიჯებით ჩავედი. გიორგის მოვკარი თვალი. ვახშამს უკეთავდა. მივედი და დავჯექი. ოფიციანტს მივესალმე, მან მალეე დაგვტოვა
-ულამაზე ხარ !-აღნიშნა გიორგიმ
-გმადლობ-ცოტა გავწითლდი. ფანჯრის მინიდან გავიხედე, ეიფელი მოჩანდა.
-გინდა ვივახშმოთ და მერე ცოტა გავისეირნოთ?
-რა თქმა უნდა, მინდა-ვივახშმეთ, ხელი ჩამკიდა და გარეთ გავედით. აქ ჰაერიც სხვანაირია. ნელი ნაბიჯებით მივდიოდით წყნარ ქუჩებში. გიორგის და ჩემი თითები ერთმანეთში გადაიხლართა. არ შევწინააღმდგებივარ. სურვილიც არ მწონდა ამის. მივდიოდით, ვსაუბრობდით ათას რამეზე. პარიზის ხედით ვტკბებოდით. უცებ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, წვიმა წამოვიდა, ივლისის მიწურულს, წვიმა წამოვიდა. ერთიანად დავსველდით.
-წვიმაშიც რა ლამაზია პარიზი-წამოვიძახე აღფრთოვანებულმა-იცი? საერთოდ არ მინდა სასტუმროში დაბრუნება
-რა დამთხვევაა, არც მე-ორივე ხმამაღლა ვიცინოდით. სწორედ ეს მინდოდა ! ავიხდინე ჩემი სანატრელი ოცნება! საიდანღაც მუსიკის ჰანგები ისმოდა. წვიმიან პარიზში ცეკვა დავიწყეთ, განა ამაზე რომანტიული შეილება იყოს რამე?! ნაზი მუსიკა იყო, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. თვალებში ვუყურებდი, მიყურებდა წრფელი თვალებით და მიღიმოდა. ცებ თუჩის კუთხეში მაკოცა. შემდეგ კი ლოყაზე გადაინაცვლა.
-მიყვარხარ, ყველასა და ყვეალფერზე მეტად ! სიცოცხლეს მირჩევნიხარ !-პასუხი არ გავეცი, არ კი ვერ. მუსიკაც დამთავრდა.
-სასტუმროში დავბრუნდეთ.
-კარგი-ნელ-ნელა წავედით. ხალხი გარბოდა, ჩვენ კი მივსეირნობდით, ჩვენი თითები კვლავს ერთმანეთსი იყო გადახლართული. მივედით სასტუმროშიც.
-გიორგი, დაგასწარი! აბაზანაში პიველი მე შევდივარ .. - გადავიკისკისე
-ეე და მე ესე სველი სად წავიდე?
-იდექი-კვლავ გავიცინე-არსად დაჯდე, ყვეალფერს მოსპობ
-აუ კარგი, მალე გამოდი რაა
-შევეცდები !-15 წუთში გამოვედი, შემეცოდა. რომ წარმოვიდგინე რა დღეშია გამეცინა. ხალათი მჭიდროდ მოვიცვი, მაინც მეუხერხულებოდა გიორგისთან. სპეციალურად ვიყიდე კოჭამდე ხალათები.
-გამოვედი, შეგიძლია იბანაო.
-გმადლობთ-გამიღიმა. სანამ ის ბანაობდა დივანზე ყველაფერი მოვუმზადე დასაძინებლად. ხალათი გავიზრე და დავწექი. გავიგონე აბაზანის კარის ხმა, თავი მოვიმძინარე, მას რომ უხერხულად არ ეგრძნო თავი. თუმცა სახერხულო არაფერია, მაისური და სპორტული შარვალი უკვე ეცვა. მოხდა, რომ არ მეძინა.
-არ ვიტყოდი უარს კიდერ ერთ ასეთ საღამოზე
-არც მე, თუმცა განგებას წვიმის მოსვლაზე ვერ შევუთანმხდებით. -ორივეს გაგვეცინა. ჩემთან მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-ღამე მშვიდობისა! -მითხრა, მე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე სანაცვლოდ, შუქი ჩააქრო და თვითონაც დაწვა.
უამრავი ემოცია ირეოდა ჩემში. სიხარული, გაოგნება. არ ვიცი კიდევ რამდები რამ. არ ვიცი რას ვგრძნობდი გიორგის მიმართ. ვფიქრობდი დღევანდელ საღამოზე, როცა ნაზად მაკოცა მეოგნა სილის გაწნის სურვილი გამიჩნდებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა,. რა ხდება ჩემში? გარდაქმნა? .. არ ვიცი. პარიზი მართლაც, რომ სასწაულებს ახდენს. მიიყვარს ეს ქალაქი ! ჩემი გარდაქმნების ქალაქია ! სრულ გაურკვევლობაშI ვარ, ქაოსში. იმედია 1 კვირაში მაინც მივხვდები რა მინდა ამ ცხოვრებისგან, რას ვგრძნობ გიორგის მიმართ. მინდა მიყვარდეს, ძალიან მინდა შევიყვარო, თუმცა რამდენად გამომივა არ ვიცი. ბოლოს, მივხვდი რომ ყველაფერს ჯობდა დამეძინა. ვინიცის რას მომიტანდა მეორე, მესამე, ან სულაც მეათე დღე. იმედია ყველაფერს კარგს!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5