-ულამაზესი ხარ! - ლოყაზე მაკოცა
-ვიცი-უხეშად ვუთხარი. -ხელკავი გამომდო. და დაიწყო როგორც ქორწილში ხდეა, ჯვირსწერა, ხელისმოწერა, რესტორანი. აი დედაჩემს და ანის მართლა მაგრად უმუშავებიათ რაა, ათასი სიურპრიზი. ცნობილი მომღერლები, მოცეკვავეები იყვნენ. მართლა კარგი სანახაობა იყო. ამ ყველაფერს რომ დაემატებოდა სიძე-პატარძლის მიმართ სივარული, მართლა საოცრად მაგარი ქორწილი გამოვიდოდა, თუმცა ხვალ მაინც მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებს, ყველას მოეწონება ეს "სპექტაკლი" თუმცა ჩემი მსაიოხური ნიჭით ვერავინ მიხვდება რომ ეს უბრალოდ დადგმულია.
ერთი ძალიან საყვარელი ფოტო გადავიღეტ, ცნობილი ფოტოგრაფი გვყავდა, 1000 ფოტო მაინც გადაგვიღო. ერთხელ გვთხოვა პირისპირ დადექით და ერთმანეთს უყურეთო. მე ჩვეულებრივ ვუყურებდი და ფოტოსთვის ვიღიმოდი. მან კი როგორ შემომხედა არ შემიძლია აღვწერო. თვალებში იმხელა სითბო ჰქონდა. მიღიმოდა წრფელი ღიმილით და მიყურებდა წრფელი თვალებით. არ შეიძლება ასე ყველას უყურო, მივხვდი რომ მას მე ნამდვილად ვუყვარდი ! ფოტოაპარატის ხმაც გაისმა და გამოვვფხიზლდი, მივხვდი ეს კადრი ჩემთვის მომავალში უსაყვარლესი ფოტო იქნებოდა..
შუა ქორწილი რომ იყო მიკროფონში დემეტრეს (გიორგის მამის) ხმა გაისმა. ჩვენ მასთან გვიხმო.
-ჩემი შვილი დღეს გაბედნიერდა, მინდა მათ კიდევ ერთხელ მოვულოცო-გიორგიმ ხელი გადამხვია, მართალი ხარ! სიტუაციას უხდება. -ნინიმ ამ მოკკლე დროშიც თავი ძალიან შემაყვარა. საუკეთესო გოგოა, ამაში ყვეკლა დამეთანხმება. ახალდაქორწინებულებს მინდა საჩუქარი გავიკეთო-ხელში პატარ გასაღები აათამაშა და გიორგის გადასცა, ეტყობა ამ უკანასკნელმაც არ იცოდა საჩუქრის შესახებ, ისე გაოცებული უყურებდა-ეს თვენი მომავალი სახლის გასაღებია. გილოცავთ “-ორივეს გვაკოცა.
-მადლობა დემეტრე ბიძია-ვუთხარი მე
-მადლობა მამა-მხარზე ხელი დაჰკრა გიორგიმ
-ორივე ძალიან მიყვარხართ-გვითხრა და კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტა.
-აქვე ვისარგებლებ შემთხვევით-გიასმა მამაჩემის ხმა-გახსოვს ნინი, რომ გითხარით შენი მეორე საჩუქარი იგვიანებს-თქო, ეხლა ის აქაა და გარეთ გელოდება. ყველა გარეთ გავიდა. ჩვენც მათ მივყევით და უცებ შუშხუნების ფონზე გავარჩიე წითელბანტიანი სპორტული მანქანა. სერიით "NIN-777"
-მაა, ეს ჩემია?
-კი, შვილო
-ძალია დიდი მადლობა-ჩავეხუტე-როგორ მიყვარხარ
-მეც ძალიან მიყვარხარ-დედასაც მოვეხვიე
-საუკეთესო მშობლები ხართ! -ცოტა ხანში ყველა დარბაზში შევიდა. კვლავ არ შემწყდარა სიურპრიზები.
-დიდი ხანი ვიფიქრეთ თუ რა გვეჩუქებინა თქვენთვის. -მიკროფონში დიტო ბიძიას ხმა გაისმა, ალბათ გახსოვთ ანის მამა-ნინი, შენ ჩვენი მეორე შვილი ხარ. მეც და ნანამაც კარგად ვიცით, რომ პატარაობიდან პარიზში მოგზაურობაზე ოცნებობდი, ეხლა კი მინდა გადმოგცეთ ორკვირიანი საგზური პარიზში, სადაც სასტუმროს და ყველა ხარჯი ანაზღაურებული იქნება-ძალიან გამიხარდა, ოცნება ამიხდება. თუმცა პარიზში მოგზაურობას ჩემ საყვარელ ადამიანთან ერთად ვგეგმავდი.
-დიტო ბიძია, ნანა დეიდა ძალიან დიდი მადლობა, ამხელა საჩუქარს ნამდვილად აარ მოველოდი, ძალიან მიყვარხართ, ხომ იცით თქვენ ჩემი მეორე მშობლები ხართ.-ორივეს მოვეხვიე
-ჩვენც ძალიან გვიყვარხარ-ამ სიურპრიზების შემდეგ, გიორგიმ მთხოვა წამომყევი ვიღაც უნდა გაგაცნოო., მეც გავყევი.
-ნინი, ეს მამიდაჩემი, ნინო ყიფიანია-ეს გიორგის მამიდაა? დაახლოებით 30 წლის იქნება, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება, დემეტრეც საკმაოდ ახალგაზრდაა, სულ რაღაც 35 წლის. ეტყობა ოჯახი ძალიან მცირეწლოვანმა შექმნა, თუმცა სადაა გიორგის დედა? ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს !
-სასიამოვნოა ნინი-მითხრა ნაზი ხმით
-ჩეკმთვისაც ნინო-ცოტახნიანი პაუზის შემდეგ დავაყოლე-მამიდა. ამაზე ორივეს სიცილი აუტყდა.
-კარგი რა ნინი, რა მამიდა?-მითხრა ნინომ
-მე არ ვეძახი ამას მამიდას, დასავითაა, სულ რაღაც 29 წლისაა.
-ჰო, დავბერდი-მოწყენილად თქვა.
-რას ამბობ? მშვენივრად გამოიყურები-მართლაც ასე იყო, სიმართლე ვუთხარი. სხვათაშორის გიორგი და ნინო რაღაცით გავდნენ კიდეც ერთმანეთს. ყიფიანებს ეს არაბუნებრივი მწვანე თვალები ჯიშში აქვთ რაა.
-მადლობა, გიორგის ნამდვილად შესანიშნავი გემოვნება აქვს, ყოჩაღ!-გავწითლდი. ჩვენთან 30 წლამდე სიმპატიური მამაკაცი მოვიდა.
-ნინი გაიცანი, დაიწყო ნინომ-ეს ჩემი საქმროა ირაკლი.-მართლაც ლამაზი წყვილია. მიკვირს ასეთი ლამაზი ქალი აქამდე რატო არ გათხოვდა.
-სასიამოვნოა ნინი
-ჩემთვისაც ირაკლი-შემდეგ მის ბებიასთან და ბაბუასთან წამიყვანა გასაცნობად. გზაში კი ვუთხარი:
-რა საყვარელი მამიდა გყავს, ძმიშვილს კი არ გავს ! - შემდე როცა ბებო და ბაბუ გამაცნო აღფთოვანებული დავრჩი.
-რა კარგები არიან-თან საკმაოდ ახალგაზრდები-სამწუხაროდ ჩემი ორივე ბებია და ბაბუა გარდაცვლილია
-სამწუხაროა
-რა კარგები არიან, შვილიშვილს კი არ გვანან-აქ უკვე სიცილი აუტყდა
-გოგო შენ მე სანათესაოს ნუ მაქებ და შეპარვით მე ნუ მლანძღავ!
-აა მიხვდი, მაგას რო ვაკეთებ? -ისე ირონიულად ვუთხარი ჩემი თავის მე შერცხვა. შემდეგ სანდრომ მე გამომიცეკვა. აა ჰო, სანდროზე და ანიზე აღარაფერი მითქვამს. ნუ რა თქმა უნდა ეს ჩემი დაქალი თავს ცოტა იფასებს, მაგრამ აშკარაა, სანდროს ის მართლად მოეწონა. მთელი ქორწილის განმავლობაში დასდევს, ეს კი ყურადღებას არ აქცევს. ნაზი მუსიკა იყო, თანაც ხანგრძლივი, შემეძლო მასთან მელაპარაკა.
-სანდრო, ანიზე რას ფიქრობ?
-ძალიან მომწონს.
-უბრალოდ მოგწონს? -თვალები ეშმაკურად ამიციმციმდა.
-არა, ცოტაც და ყურებამდე შეყვარებული ვიქნები მასზე, თუმცა ის მაიგნორებს-საწყლად თქვა.
-გოგოების ხასიათი არ იცი? ყველაფერი გაუვლის, იმედია მასაც შეუყვარდები.
-ეჰ, ნეტავ ეგრე მოხდეს. გიორგიზე ნაკლები ეგოისტი არც მე ვარ, გამორიცხულია, სხვა ბიჭთან ვერ წავა.
-რააირები ხართ ორივე რაა ! იმედია არჩევნის საშუალებას მისცემ. ეცადე მისი გული მოიგო, ვფიქრობ არ გაგიჭირდება. იცოდე გული არასდროს ატკინო.
-რა თქმა უნდა. რამდენი გოგონა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ასე ჯერ არცერთთან არ ვყოფილვარ.
-ალბათ ესაა ნადმვილი სიყვარული, რომელიც მე არასდროს მწვევია და არც მომავალში არ მეწვევა.
-ნუ დარდობ ! ყველაფერი კარგად იქნება !-გამიღიმა, მუსიკაც მალე დამთავრდა. მე ჩემს მაგიდას დავუბრუნდი, ციტა ხანი შევისვენე და აღარ მიცეკვია, ისეედაც ყველას ვეცეკვებოდი. მე და გიორგი ვიჯექით მხოლოდ სუფრასთან. დიდი ძალისხმევის შედეგად მას ვკითხე.
-გიორგი-ვყოყმანობდი
-რა ?
-დედაშენი სად არის?-ჩუმი ხმით კითხე. თვალები აუწყლიანდა, მაშIნვე ვინანე. ოო ჩემო ენავ ძირში ხარ მოსაჭრელი ! თუმცა ოდესმე ხო უნდა ეთქვა?
-ნინი, გთხოვ, არ მინდა ეს ყველაფერი ახლა გითხრა. როცა მზად ვიქნები გეტყვი, უახლოეს მომავალში.
-კარგი-გავუღიმე. თავი დამნაშავეს ვიგრძენი.
საბოლოოდ ქოწილმა კარგად ჩაიარა. ყველაფერი შეისანიშნავი იყო. ბოლოს კი დემეტრემ ჩვენს ახალ ბინაში მიგვიყვანა. ორსართულიანი, ძალიან დიდი, კერძო სახლი იყო. გარედან რა იყო და შიგნიდან რა იქნებოდა. სულ თეთრ ქვებში მოპირკეთებული, როგო მაინტერესებს შიგნით!
ახალი სახლი, ახალი გარემო, ახალი ცხოვრება, ახალი თავგადასავლები!!!...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2