შენა ხარ ვისაც ჩავეხუტები,დაუფიქრებლად დაუთმობ სუნთქვას,ყველა ოცნება და ყველა ფიქრი შენთან მიდის და შენს ირგვლივ ბრუნავს.მიყვარხარ ძლიერ არ მომბეზრდება,გაგიმეორო ასჯერ,ათასჯერ შენა ხარ ჩემი სიცოცხლის აზრი,გაღმერთებ გეტყვი ათიათასჯერ.ძილში სიზმარშიც არ მოდის ისე,არ გმასპინძლობდე სტუმრად არ მყავდე,მღვიძავს და მაინც შენზე ოცნება,აღარ მშორდება გნატრობ დაღლამდე.ეგ სიყვარული დღითი დღე მზარდი უფრო ლამაზი ძლიერი ხდება,დრო ვერას აკლებს სიცოცხლეს მატებს,ნამდვილი გრძნობა არასდროს კვდება.თითქოს უკვდავების ვეწაფე წყაროს,ანგელოზების შევისხი ფრთები,რაც შემიყვარდი დავფრინავ თითქოს და შენთან ერთად უკვდავი ვხდები.
დიდი ხნის წინათ დედამიწაზე იყო ერთი კუნძული, რომელზეც თურმე ყველა სულიერი ფასეულობა ცხოვრობდა. მაგრამ ერთხელაც შეამჩნიეს, რომ კუნძულმა დაიწია და წყალში დაიწყო ჩაძირვა. ყველა ფასეულობა თავ-თავის გემში მოთავსდა და გაცურა. კუნძულზე მხოლოდ სიყვარული დარჩა. ის უკანასკნელ წუთამდე ელოდა… მაგრამ როცა ლოდინსაც აღარ დაეკარგა აზრი, მასაც მოუნდა კუნძულის დატოვება. უხმო სიმდიდრეს და სთხოვა, შენს გემზე ამიყვანეო, მაგრამ სიმდიდრემ უპასუხა: – ჩემს გემზე ბევრი ძვირფასეულობა და ოქროა, შენი ადგილი არ არის. როცა ნაღველის გემმა ჩაიარა, სიყვარულმა ახლა მას სთხოვა შველა. ნაღველმა მიუგო: -მაპატიე, სიყვარულო, მე იმდენად ნაღვლიანი ვარ, რომ ყოველთვის მარტო უნდა ვიყო. სიყვარულმა ახლა სიამაყის გემი დაინახა და მას სთხოვა
კაცი ამბობს, ვიცი ქალის ბუნება, მე კი ვამბობ, მეგობარო ცდბი... ქალის გული ამოიცნო რთულია, ქალის გულის ყველას როდის ესმის. კაცი ამბობს, ქალია და რა მოხდა, ვაწყენინე...?! მაპატიებს ვიცი, ქალის გულში ჩაიხედო რთულია ქალის გული არ ივიწყებს ტკივილს. კაცი ამბობს, ქალს აბა რას გაუგებ, ისევ ცდები მეგობარო ისევ... ქალის გულთან მიმავალი ბილიკი, ვიწროა და ყველა ვერ გაუძლებს. კაცი ამბობს, ო, ეს ქალი ქაჯია... მაგრამ, ცდები მეგობარო ისევ, იმ ქაჯობის ძალა თუ ვერ გაიგე, უკეთესს შენ აბა რას გაიგებ. ბევრი ამბობს, ქალია და სად წავა, ო, რამხელა შეცდომაა იცი..?! ყველაფერი გადამღლელი ყოფილა... ქალი წავა... ისე, არც დაგიცდის...
მაცალე გითხრა როგორ მიყვარხარ... გულამომჯდარმა სული მოვითქვა, მოგიყვე როგორ ცახცახებს მთვარე... როცა სიზმრებში ჩემთან მოდიხარ. გიამბო ჩემში როგორ ფეთქდება, კვირტები ატმის ბატიბუტებად. სულგანაბული ნაბიჯებს ველი სიო კი შენზე მებუტბუტება... ეს ერთხელ გეტყვი, გავბედავ ერთხელ სიმორცხვე ფერმკრთალ სახეს შეღებავს, მერე თვალებით გიამბობ მრავალს... დანარჩენს გეტყვის ჩემი შეხება......