წვიმიანი შეაჩერო შემოდგომა- წაგება არ მოგივიდეს აზრად!.. წვიმას ცასთან მოუხერხო დაზავება, თეთრ მანდილად ჟღერდეს შენი ფრაზა... იდედოფლო და ყოველთვის გაიმარჯვო- ბედსაც აღარ დაუტოვო სხვა გზა!.. ქალი რომ ხარ,უნდა იყო ერთადერთი, შენს სამეფოს გალავანი ახლავს?! ბოროტებამ ვერ დაგაკლოს ვერაფერი- მტრედს ატანდე სასიკეთო ამბავს... შემოდგომის ბაღში ჩიტი გიგალობდეს, მიწად გფენდეს ბროწეული ატლასს... ყოველი დღის გათენება გიხაროდეს, შურდეს შენი ვარდებსა და ზამბახს... ........................................................................ ქალი რომ ხარ,უნდა შეძლო დედოფლობა, ქარვისფერი ბაღი ქარგო ნაზად... წვიმიანი შეაჩერო შემოდგომა- წაგება არ მოგივიდეს აზრად!.. ია ნანეიშვილი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев