ოცდაშვიდი სექტემბერი თენდებოდა,
ზღვაც წუხილით ასკდებოდა ნაპირებს,
ვაჟკაცების სიხლით მიწა ირწყვებოდა,
საქართველოვ , მერამდენედ გატირეს.
განთიადზე მამალსაც არ უყივლია,...
ზეიმობდა სატანა და ღალატი,
სულს ღაფავდა დენთისა და სისხლის სუნში,
ქრისტესავით გაყიდული ქალაქი.
სოხუმს გული ორად ქონდა გახლეჩილი,
ასეთ ყოფას არყოფნაც კი ერჩია,
ცრემლით, ლოცვით აცილებდა თავის შვილებს,
უფალს სთხოვდა ყველა გადაერჩინა.
თოლიებიც კი არ ჩანდნენ ზღვის ნაპირზე, გაისმოდა მხოლოდ გმინვა, გოდება
სამშობლოში უსამშობლოდ დარჩენილნო,
აფხაზეთი კიდევ დაგელოდებათ.
"ჰერიო ბიჭებოც " ისევე ამღერდება,
სულ ენთები გმირებისთვის სანთელო, მჯერა უფლის მადლითა და მოწყალებით, კვლავაც გამთლიანდები საქართველო!
წამოდი, დავტოვოთ ეს ბარის ქვეყანა, წამოდი, ხომ ხედავ, შეშლილა სამყარო, მოდი, დავსახლდეთ იმ მთების სიახლოვეს, იქ, სადაც სიყალბე არასდროს არ ხარობს. წამოდი, დავეხსნათ ყველას და ყველაფერს, თვალები შევავლოთ არაგვის ნაპირებს, წამოდი, ძვირფასო, ვერაფერს დააკლებს, ვერავინ! ამ ჩვენი გულების ნაფიქრებს... წამოდი, სულ ახლოს მივიდეთ უფალთან და ხელი შევახოთ მიწიერ სამოთხეს, წამოდი, მზექალო, შენ ხევსურს უყვარხარ და გულით გთავაზობს ის თავის სამყოფელს..წამოდი, იქნება შეგშალოს სიმწვანემ, გაზაფხულს რომ მოსდევს ფეხდაფეხ ძვირფასო, ან, სულაც სალი კლდის შეგშალოს სიშავემ და იქნებ წამოგცდეს, ხევსური მიყვარსო...წამოდი, ხომ ხედავ შეშლილა სამყარო, წამოდი, იქ, სადაც სიყალბე არ ხარობს!
თუ
დამივიწყებ,არ მიგატოვებ, არ მოგცილდება შენ
ჩემი მზერა გეტყვი ,რომ აქ ვარ,შენს გვერდით ახლოს,ხან დამინახავ და ხანაც ვერათუ დამივიწყებ,მე მაშინ მოვალ,როცა ტკივილით შეკუმშავ სახესმე დაგიამებ იარებს,დარდს და..აგაცდენ ყველა ხაფანგს და მახეს.თუ დამივიწყებ მე მაშინ მოვალ,როცა ხიფათი შეგხვდება რამეჩემზე ავიღებ ყველა განსაცდელს,რომ მშვიდად მყავდე დღეცა და ღამეც,თუ დამივიწყებ,მაშინაც მოვალ,როცა ცრემლები აგივსებს თვალებს,გულს გაგინათებ,მოგეფერებიდა დაგავიწყებ მტკივნეულს წამებს.თუ დამივიწყებ,მე მაინც მოვალ,გვერდით ვიქნები დავანებული,როცა უსაზღვრო ბედნიერებითსახე გექნება გაბრწყინებული,თუკი შეგცივდა მზეზე გაგათბობ,სხივებს დაგიწნავ გაზაფხულებად,და თუ როდისმე დაგცხა,მოგწყურდა,მოგევლინები ნაკადულებად.თუ
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია