არ მინდა მივცე სივრცეს უფლება გადაყვეს ამ ცივ ომებს,
მე მინდა ვიყო აწმყო, წარსულს არავინ მოიგონებს
მე ისევ ძველებური განწყობით ვხატავ ჩემს შემოდგომებს
მე ვერ ვიქნები მონე, მაგრამ განახებ ჩემში მონეს
და მერე გავაგდებ შენში მონას და გაიძულებ ამბოხს
რომ შენი სიმართლე ბოლოსდაბოლოს ამ ტყუილს შეეჯახოს,
გაცდი შენ ოთხ კედელს, დაე ყველამ დაგინახოს
და მეც თუ დაგჭირდი აქვე ვიტრიალებ ახლომახლოს.
გიმეორებ მე ვარ სავსე და მე სულ მინდა დაცლა
ემოციების გზაზე დაღვრილს მე ჩემს რითმებში ვასხავ
ჩემი ყოველი ნაბიჯი სპონტანურია, მე გეგმებს არ ვხაზავ
ჩემი მსოფლმხედველობა აღმოსავლურია, არავის ვბაძავ.
მე არ ვაწვები მუზას თვითონვე თუ არ მომაწვა
და ჩემს უსასრულობას არ სურს ადგილიდან დაძვრა
არ ვამბობ, რომ მთელი სამყარო