Предыдущая публикация
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავ მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზედ გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი ასე ოხრად და ტივლადა!
ცაშივე ამიტაცებდა და მატარებდა შვილადა.
ასე არ დამჭირდებოდა სულ მუდამ
ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფიალე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.
გავიხარებდი, მთა ბარსა
ოდეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა,
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამე მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არემარესა.
თოვლად ქცეულსა გულშია
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცეოდა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვეოდა❤️
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев