რა თქმა უნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა იკერის წასვლასთან დაკავშირებულ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრს გული წყდება, განიცდის და ჯერ კიდევ ვერ იჯერებს. ზოგი კი თვლის, რომ მისი დრო წავიდა. სწორედ ამიტომ მსურს ჩემი ეს (უმნიშვნელო) პოსტი სწორედ ამ ადამიანებმა წაიკითხონ."მე ყველაზე დიდი გამოცდილება მაქვს გუნდში, რის გამოც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მე მაკისრია."
კითხვაზე, თუ რომელი პოზიციაა მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ყველას თავისი პასუხი ექნება, რადგანაც ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ის ფაქტი, რომ მეკარეს კოლოსალური როლი აკისრია, უდაო და აშკარაა.
უკვე მერამდენე წელია, რომ "ბლანკოსის" კარს მსოფლიოს საუკეთესო (დიახ, საუკეთესო) მეკარე, იკერ კასილასი იცავს, რომელიც ჯერ კიდე