არ არსებობს გრძნობა ამაზე უკეთესი...
შეყვარებული ვარ და მინდა იმხელა ხმაზე
ვიყვირო, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს
არავინ მჭირდება მის გარდა... შეყვარებული
ვარ და ძარღვებში სისხლი მიჩქეფს, გული
გამალებით მიცემს... შეყვარებული ვარ და
მივყვები ჩემს საყვარელ დინებას,
რომელიც საბოლოოდ ერთ
დანიშნულებამდე მიმიყვანს და მარშუტს
დაასულებს... შეყვარებული ვარ და მინდა,
რომ სიყვარულის ფერები შეიგრძნო შენც...
მიყვარს ძალიან მიყვარს და იმდენადაც,
რომ ემოციების გამოხატვა მიჭირს. მიჭირს
რადგან აქამდე ჩემთვის მიყვარდა, გულში
და ამ ყველაფერს ჩემთვის ვინახავდი.
ვინახავდი, რადგან მეშინოდა ხალხის...
მეშინოდა დაბოღმილი გულების და შურიანი
თვალების. მეშინოდა მისი სიტყვების,
რომელსაც შეეძლო ჩემთვის გული ეტკინა.
მეშინოდა სიყვარულის, მეშინოდა
შეყვარების... ყველაფრის მეშინოდა, რასაც
მისი სახელი არ ერქვა. მიყვარს და მინდა
ვიხილო მალე... მინდა კვლავ ჩამიკრას
გულში და არასოდეს დამტოვოს მარტო.
მიყვარს და არ მინდა, ეს ლამაზი ზღაპარი
ოდესმე დამთავრდეს... დიახ, მიყვარს და
ვიყვირებ. ვიყვირებ მანამ, სანამ
გალაქტიკას არ გასცდება ჩემი ხმა...
უბრალოდ უანგაროდ და ძლიერ მიყვარს!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев