ნუთუ არ მოგბეზრდათ იმაზე ტრაბახი,
რომ ქართველები ვართ ყველაზე მაგრები,
მოდით ნუ ვტრაბახობთ და საქმე ვაკეთოთ
იქნებ საქართველო სადმე ვაჩინოთ.
ნუთუ არ მოგბეზრდათ წარსულზე ლაპარაკი
როცა დედამიწაზე ნელ–ნელა ვიკარგებით,
არავინ არ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე,
ყველანი ზრუნავს დღევანდელობაზე,
დღეს არამიშავს ხვალეზე ხვალე გეტყვი,
აი ასე არის ჩვენი ქვეყნის ბედი,
მეკი არ მინდა რომ ეს ასე იყოს,
როცა შეგვიძლია რომ მეტი ვაკეთოთ,
დიდმა და პატარამ ერთმანეთს მოვეფეროთ,
და ყველამ ერთად სამშობლოს ვემსახუროთ,
განა ის კიარა ერთმანეთს ვემტეროთ
და ერთმანეთი დუელში ვიწვიოთ,
თუმცა არაა გასაკვირი ეს რომ ჩავიდინოთ
ოღონდაც ვინმემ რამით გაგვაქეზოს
მზადვართ ერთმანეთს სისხლები ვადინოთ
რატომ ქართველებო ჩვენ ხომ ქართველნი ვართ.
ჩვენი ქვეყანა სავსეა მიტინგებით და შიდა ომით,
რომ იკრიბებით რუსთაველზე ერთმანეთს ლანძღავთ,
დემოკრატია გგონიათ ალბათ ეს ყველაფერი,
მაგრამ სულ სხვაა სიყვარულ ი საქართველოსი,
მაგრამ საულ სხვაა პატრიოტობა საქართველოსთვის,
მივბაძოთ გმირებს ვინც ქვეყნისთვის თავს არ ზოგავდა
რატომ ვერ ხვდებით რომ ამ მიტინგებს კარგი არ მოაქვს,
შეიკრიბებით ამდენი ხალხი ბრბოსს წარმოადგენთ
რეებს ჩადიხართ თქვენს საქციელს თავად ვერ ხვდებით.
მოდით ქართველებო შევწყვიტოთ დავა ფეხზე წამოვდგეთ,
ვილოცოთ ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის,
ხალხო არც რუსეთს არც ამერიკას ჩვენ არ ვადარდებთ
მათ უნდათ ჩვენი საქართველო ჩვენი ქვეყანა,
სადაც ჩიტის რძე მრავლად და უხვად მოიპოვება,
ჩემო ქართველებო ვერ გადაგვარჩენს ვერც რუსრთი ვერც ამერიკა
ისინი ჩვენ ჩაგვყლაპავენ სრულად გვშთანთქავენ.
ნუ გააღვიძებტ თქვენში ეშმაკს იწამეთ ღმერთის
დამ იტინგებზე ლანძღვის მაგივრად ილოცეთ ჩვენთვის,
ჩვენი ქვეყნის, უკეთესი მომავალისთვის,
ამდენი ხალხი რომ ერთად წარმოვთქვთქვქვთ ჩვენთან არს ღმერთი,
მჯერა ისევე გაბრწყინდება ჩვენი სამშობლო
როგორც ოდესღაც იყო იგი ნიკოფსიიდან დარუბანდამდის,
მწამს რომ უფალი საქართველოს გააბრწყინებს გაამთლიანებს
როგორც ლაზარე მიცვალებული ოთხი დღე–ღამის,
ხელ–ფეხ მომძვრალი გააცოცხლა ღმერთმა უფალმა
სწორედ ისევე გაამთლიანებს საქართველოს როცა არ ველით,
როცა იმედებს ამ ქვეყნიურს სულ ამოვწურავთ !!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев