დილით ცოლ-ქმარი კარზე ზარმა გააღვიძა. გაიხედეს სათვალთვალოში და ქმრის მშობლები იდგნენ კართან. - როგორც შევთანხმდით, არ გავაღოთ კარი! – უთხრა ცოლმა. ქმარმა ბევრი იყოყმანა და ბოლოს დაუჯერა ცოლს. ბიჭის მშობლები წავიდნენ... ცოტა ხანში ისევ გაისმა ზარი კარებზე. გაიხედეს და ახლა უკვე ცოლის მშობლები იდგნენ კართან. - არ გავაღოთ! – უთხრა ქმარმა... მაგრამ ცოლს ცრემლები წამოსცვივდა და მეუღლეს ის შეეცოდა. ცოლის მშობლებს წყვილმა კარი გაუღო. გავიდა ხანი... ცოლ-ქმარს ოთხი ბიჭი შეეძინა, ხოლო მეხუთე - გოგონა. ქალიშვილის დაბადებას მამა ზარ-ზეიმით და უზარმაზარი სადღესასწაულო სუფრით შეხვდა. მეგობრებმა ჰკითხეს ბედნიერ მამას: - რამ გაგახარა ასე? ვაჟების დაბადებას ასეთი სიხარულით არ შეხვედრიხარ. მაშინაც შენი შვილები დაიბადნენ და ახლაც შენი შვილი დაიბადა... მამაკაცმა გაიღიმა და უპასუხა: - ახლა დაიბადა ის, ვინც მე კარს ყოველთვის გამიღებს!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев